LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ გითხრათ მადლობა, არ ვიცი! ზოგადი დათვალიერებით კარგი შედეგია, ფეხზე დავდექი და მივყვები ექიმების რეკომენდაციებს, თქვენი იმედი მაქვს“ – მარტა ბარამიძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

155
მარტა ბარამიძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე, მარტა ბარამიძე, მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„კლინიკაში ვარ, მამზადებენ საოპერაციოდ, რომ სისხლი, რაც თავის ტვინში წავიდა, უკან გამოიწოვოს“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

მართა ბარამიძე საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ ზოგადი კვლევებით მას კარგი შედეგები აქვს და ამასთან, დღეს კიდევ დამატებით კვლებს ჩაუტარებენ.

„მარტა ბევრად უკეთ არის თქვენი წყალობით… ხვალ იკეთებს კიდევ კვლევას და დროზე მივუსწარით…“ – როგორია მარტა ბარამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„როგორ გითხრათ თითოეულ თქვენგანს მადლობა, არ ვიცი. დღეს დამატებით მაგნიტო-ტომოგრაფიულ რეზონანსული კვლევა ჩამიტარდა, ზოგადი დათვალიერებით კარგი შედეგია, საბოლოო პასუხს ორშაბათს ველოდები და დანარჩენი კვლევებიც ორშაბათსაა ჩანიშნული. ფეხზე დავდექი და მივყვები ექიმების რეკომენდაციებს, ძალიან მიყვარხართ. თქვენი იმედი მაქვს“, – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

როგორ გითხრათ თითოეულ თქვენგანს მადლობა არ ვიცი,დღეს დამატებით მაგნიტო-ტომოგრაფიულ რეზონანსული კვლევა ჩამიტარდა,ზოგადი…

Posted by Marta Baramidze on შაბათი, 12 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g