ნანუკა გოგიჩაიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად აქვს გადაღებული და წერს, როგორ გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს:
„26 ივნისი იმდენად ზუსტად დაიწყო, გარდაუვალი იყო გამარჯვების გარეშე დასრულებულიყო ეს დღე… ჯერ შუა გულ გერმანიაში ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა შეგვკრიბა ყველა გულანთებული, უცხო მიწაზე ჩვენთვის უცნობები სიყვარულს უხსნიდნენ ჩვენს დროშას და წარმატებებს გვისურვებდნენ პორტუგალიასთან, დილიდან განსაკუთრებულად არ დამტოვა გამარჯვების იმედმა, წამითაც არ გამივლია თავში აზრად რომ ვერ მოვიგებდით, ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ხასიათი, ჰა ჰაა, მეც ქართველი ვარ და ზუსტად ვიცი, გამჭრიახობით, თავდაუზოგავი შრომით ყოველთვის ნაცარქექია დასცემს დევს ბეჭებზე !!! მადლობა ნაკრებს ამ ემოციისთვის, ერთი წამითაც არ იყო, როცა ჩვენ თქვენი არ გვჯეროდა, ბარემ, ხომ არ მოგვეგო და პირველ ადგილზე გავსულიყავით?“