ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში. მისმა გუნდმა ლიგა 1-ში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „მონაკოს“ უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის 54-ე წუთზე „მონაკოს“ კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა პსჟ-ს სასარგებლოდ. ეს მისთვის პარიზული გუნდის მაისურით პირველი გოლია.
სტადიონზე კვარას საგულშემატკივროდ მეუღლე ნიცა თავაძე და პატარა დამიანე იმყოფებოდნენ.
