გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ თავგადასავლებით სავსე სასიყვარულო ამბავს უყვებიან.
როგორც გიორგი ამბობს, საყვარელი ქალისთვის ბევრი იბრძოლა:
„ყველაფერი ნელ-ნელა საინტერესო თამაშში გადაიზარდა. მისი მოხიბვლა ჩემთვის ერთგვარი სამსახურიც კი იყო. დღისით ფოლკლორის ცენტრში ვმუშაობდი, საღამოობით კი – იმაზე, ნანუკასთვის სისხლი როგორ გამეშრო. ყველა მეუბნებოდა, გაანებე მაგ გოგოს თავი, არაფერი გამოვაო. მე კი ჯიუტად გავიძახოდი, ნახავთ, ადრე თუ გვიან, გამოვა-მეთქი. იმდენი მოვახერხე, რომ მის გარშემო ყველა მოვისყიდე, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული…“
ნანუკა კუპატაძე:
„გათხოვებას სწავლის დამთავრების შემდეგ ვგეგმავდი, მაგრამ რა ვქნა, არ მომცა ამან სწავლის დამთავრების საშუალება. საითაც უნდა გამეხედა, ყველგან მხვდებოდა, ბოლოს გიორგის დავრჩი…
ჩვენ ეს პერიოდი რომ არ გამოგვევლო, შეიძლებოდა, გიორგი ასე ძალიან არ მყვარებოდა. მას რომ ჩემთვის ასე თავგამოდებით არ ებრძოლა, ალბათ, მის გვერდით არ ვიქნებოდი…“
ვიდეო: გიორგი უშიკიშვილის შესრულებული „ოროველა“ და აღფრთოვანებული შონ პენი