ამ დრომდე დაძაბულია ვითარება ცესკოსთან, სადაც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.
ადგილზე იმყოფებიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
საზოგადოება ლაივ-რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვის დროს სასიამოვნო მომენტი დაფიქსირდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე გულმოდგინედ ცდილობდა ჟურნალისტის წყლის ჭავლისგან დაცვას. ის ჟურნალისტს ზურგიდან ეფარებოდა.