Victoria’s Secret-ის მოდელებს არაჩვეულებრივი სხეული და იდეალური ფორმები აქვთ – ეს არამარტო კარგი გენების, არამედ მუდმივი ვარჯიშის დამსახურებაა. აღმოჩნდა, რომ გოგონები განსაკუთრებულ ყურადღებას თეძოებსა და საჯდომს აქცევენ.
მიმზიდველი ფორმების საიდუმლოზე თავად ლამაზმანებმა ისაუბრეს:
ადრიანა ლიმა
35 წლის ბრაზილიელი მოდელი, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სახე და 2 შვილის დედა აქცენტს ჩაჯდომებსა და სიარულზე აკეთებს: „იმისთვის, რომ ლამაზი საჯდომი გქონდეთ, პირველ რიგში უნდა ადგეთ სავარძლიდან. შემდეგ საჭიროა გააკეთოთ სპეციალური ვარჯიშები და ბევრი ირბინოთ. ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიარო“.
https://www.instagram.com/p/BH-kmo2AVlY/?taken-by=adrianalima
იზაბელ გულარი
31 წლის ლამაზმანი სპორტდარბაზში თითქმის ყოველ დღე დადის. „ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათი ვვარჯიშობ. ძირითადად ჩაჯდომებს ვაკეთებ და ლახტით ვხტუნაობ – მარტივი ვარჯიშები უფრო ეფექტურია“.
https://www.instagram.com/p/BJiPkC6gqm-/?taken-by=iza_goulart
კეროლაინ ტრენტინი
29 წლის კეროლაინი, რომელიც 2 შვილის დედაა, ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშისთვის: „არ მაქვს იმის დრო, რომ სპორტდარბაზში ხშირად ვიარო, თუ მაინცდამაინც ვერ ვახერხებ ვარჯშს, 30 წუთი დავრბივარ“.
ლაის რიბიერო
25 წლის ბრაზილიელი მოდელი ლაის რიბიერო სხვადასხვა სახის დატვირთვებს მიმართავს, რათა შეკრული სხეული ჰქონდეს: „პილატესი – არაჩვეულებრივი საშუალებაა თეძოებისა და საჯდომის გასამკვრივებლად. საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან ეფექტური. ძალიან ბევრს ვსეირნობ ნიუ-იორკში, როდესაც ვარჯიშს ვერ ვახერხებ. სიარული კარგია მთელი სხეულისთვის. ასევე საცეკვაო ვარჯიშების დიდი თაყვანისმცემელი ვარ“.





