დღეიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
– ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, თუმცა, შაბათ-კვირას შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
– კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება
– სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ;
– უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
– მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა როგორ იმოქმება შეზღუდვების მოხსნამ დასაქმების ბაზარზე და რა ვაკანსიებია ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე დასაქმების მსურველთათვის.
როგორც Hr.ge-ს წარმომადგენელმა, ინგა შახბაზიანმა “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, თებერვლის თვე ვაკანსიების მატებასთან დაკავშირებით დადებითად შეიძლება შეფასდეს.
იანვრის თვესთან შედარებთ დაფიქსირდა 35%-იანი მატება, ხოლო დეკემბრის თვესთან შედარებით-45%-იანი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ემ ეტაპზე აქტიურობენ კერძო საბავშვო ბაღები.
“ასევე გააქტიურდნენ ტრენინგ ცენტრები, რამდენიმე ტრენინგ ცენტრმა გამოაცხადა, როგორც ვაკანსიები, ისე ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი.”
შახბაზიანის განმარტებითვე, ისევ აქტიურობს საბანკო სფერო, ფარმაცევტული სფერო, აიტი მიმართულება, გაყიდვები და სადისტრიბუციო სექტორი.
რაც შეეხება მიმდინარე თვეს, მარტის თვეში Hr.ge-ს წარმომადგენელი ვაკანსიების მინიმუმ 10%-იან მატებას ელის.