LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ისჯება კარანტინის დამრღვევი სხვადასხვა ქვეყანაში

400
-v-ukraine-15-650x410-1-650x410

ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის ჩინეთისეული გამოცდილებები გაიზიარეს, თუმცა რამდენიმე სახელმწიფოში განსაკუთრებული ზომების მიღება გახდა საჭირო. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები არღვევენ კარანტინის რეჟიმს, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის დამრღვევ პირებს ფულადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დასჯის.


უკრაიანა

უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით კარანტინის დამრღვევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.

რადაში ამ გადაწყვეტილებამ მხარი 344-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, კარანტინის დარღვევის შემთხვევაში მინიმალური შემოსავლის მქონე მოქალაქეს ჯარიმის სახით დაახლოებით 17 ათასი გრივნის (650 დოლარი) გადახდა მოუწევს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე პირებს ჯარიმა უფრო მაღალი იქნება და ის დაახლოებით 51 ათას გრივნას შეადგენს, რაც თითქმის ორი ათასი დოლარია. ამავე ინიციატივით, კანონის დამრღვევი თუ ჯარიმას არ გადაიხდის, მას დააკავებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი დაუდევრობის მიზეზით, ადამიანი გარდაიცვლება, კანონი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საშიშროების და დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმართა ახალ მკაცრს ზომას – იტალიიდან დაბრუნებული კარანტინში მოხვედრილი პირები, კარანტინის დარღვევისთვის დიდ ფულად ჯარიმას გადაიხდიან. ჩეხეთის საჯარო ჯანმრთელობის დაცვის თანახმად, კარანტინის დამრღვევი ჯარიმდება სამი მილიონი ჩეხური კრონით (დაახლოებით 130 ათასი დოლარით).

საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია აგრძელებს შემოწმებებს. კანონდამრღვევები არიან მცირე მეწარმეები: სილამაზის სალონების, კაფეების, ტავერნების, გასართობი ცენტრების მფლობელები, რომლებმაც მუშაობის შეჩერების შესახებ სამთავრობო დადგენილება დაარღვიეს. ყველაზე მეტი დამრღვევი ათენის რაიონ ატიკაშია – 36. დაკავებულებს 2 წლამდე ციხე ემუქრებათ.

14 მარტიდან ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებს მუზეუმები, კინოთეატრები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ფიტნეს ცენტრები და სპორტული კლუბები დაემატა. ხოლო საწარმოებში, სადაც მუშაობა ნებადართულია, მაგალითად ბანკებსა და სუპერმარკეტებში, ადამიანების რიგი 5 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. 14 მარტს მთავრობამ დამატებითი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად დამრღვევი პირები და ორგანიზაციები 5000 ევროთი დაჯარიმდებიან.

იტალია

კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიაში შექმნა ე.წ. წითელი ზონა, სადაც კარანტინი გამოაცხადა. „წითელ ზონაში“ მოქცეულია 10 ქალაქი, სადაც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მაცხოვრებლებს აკრძალული აქვთ „წითელი ზონის“ დატოვება. ტერიტორიას პოლიცია და სამხედრო ძალები იცავენ. კარანტინის დარღვევისთვის მოქალაქეებს ჯარიმა და პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g