სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს განსხვავებულად ესალმება. კლასის შესასვლელად არის სამი ნიშანი, გული – რომლის არჩევის შემდეგ მოსწავლე მასწავლებელს უნდა ჩაეხუტოს; ხელები – რომელიც ხელის ხელზე მირტყმას ნიშნავს და მუსიკის ნოტები, რომლის არჩევისასაც მასწავლებელმა და მოსწავლემ ერთნაირი მოძრაობები უნდა გააკეთონ.
ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ შევა გაკვეთილზე. ბავშვების უმრავლესობა სწორედ მასწავლებელთან ჩახუტებას ირჩევს.