როგორ მივაღწიოთ წარმატებებს და გვქონდეს ყველაფერი, რაც გვინდა – ამის შესახებ ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე საუბრობს.
„როგორ იყოს ეს წელი სუპერ წარმატებული? გინდათ გქონდეთ ყველაფერი გქონდეს რაც მოგინდება? – ფინანსები, კარიერა ურთიერთობები, რა მიმართულებითაც ისურვებ ყველაფერი ისე რომ გამოვიდეს.
გასწავლით ისეთ რაღაცას, რომ არაფრის გაკეთება არ გინდათ, უბრალოდ უნდა დაჯდე და დაელოდო ეს ყველაფერი როგორ მოვა შენს ცხოვრებაში.
ჯადოსნური ტექნიკები არ არსებობს და ნებისმიერი მიზანი, იმისთვის, რომ რეალობად იქცეს, დიდი მნიშვნელობა აქვს შენს მოქმედებას. რას გააკეთებ ამასთან მიმართებით. ამიტომ გაუშვი ის დაჯერება, რომ შენი მოქმედების გარეშე რაღაც გამოვა. ერთის მხრივ იფიქრე რა გინდა და მეორე მხრივ დაიწყე ფიქრი იმაზე – რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი სასურველი მიზნები რეალობად იქცეს“, – ამბობს ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე.
