14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა – მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე მაშველებმა წყლიდან მალევე, უვნებელი ამოიყვანეს, სამი ადამიანის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. ავტომობილში მყოფი უტა ელიავას ცხედარს მაშველებმა 15 მაისს მიაკვლიეს.
უტა ელიავას და, ანა ელიავა სოციალურ ქსელში ძმას საჯაროდ მიმართავს და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„როგორ მენატრები, საშინელებაა უშენობა დაიკოს გულო“, – წერს ანა ელიავა და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
