დავით ცასკაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული. „ჩემო კარგო ქვეყანას“ ანსამბლი „შვიდკაცა“ ასრულებს, თუმცა საინტერესო ისაა, რომ მათთან ერთად მღერის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც.
ანსამბლისა და მამუკა ხაზარაძის ერთობლივმა ნამღერმა დიდი აპლოდისმენტები და მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, რაც ვიდეოშიც კარგად ისმის.