მსახიობი თინა მახარაძე, რამდენიმე წლით საქართველოდან მიდის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ტოვებს.
თინა მახარაძე: რაკი ბევრი წლით ვტოვებ ამ მრავალ ჭირნახულ ქვეყანას (ხუთწლიანი F1 ვიზა გადამიწყვიტეს), ვიტყვი ორ სიტყვას. გრძლად.
მე წლების მერე ვერ ვიტყვი, ნიუ იორკში რომ ჩავედი, 14 დოლარი მედო ჯიბეში-მეთქი ან რამე ამდაგვარს. ეს არ არის ჩემი ისტორია. ჩემი ისტორია ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალე და ვიშრომე, მაინც სულ ჯოკერი ამომდიოდა.
თავიდან იყო ტოეფელი, ვერ ჩავაბარე. გამოცდაზე ლისენინგის დროს ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა ნერვების წყვეტას და სკამზე გადაწოლილმა დარჩენილი ორი საათი აუჩქარებლად ვღმურძლე შოკოლადი. უნივერსიტეტს, სადაც უკვე გაგზავნილი მქონდა პორტფოლიო და ფილმი, მივწერე წერილი, ავუხსენი, რატომ მეძინება ტოეფელის გამოცდაზე (აქ ამონარიდი წერილიდან:
“I can write, read and speak in English without any problems.
Major problem with my TOEFL is that during 4 hours I have to listen and talk about the topics, I am not interested at all, for example principles of creating robots, methods of constructing tunnels and bridges or the definition of honesty during choosing the leader for some student organization. All these kills the creativity. Similar topics in my language are completely dizzy for me and it would be hard for me to focus even in Georgian, as while listening to such topic, my mind automatically starts to think about other topic..”) და ვთხოვე, ეგებ, მაინც ენახათ ჩემი ფილმი და გადაეწყვიტათ, ღირს თუ არა ჩემი მიღება. მივწერე უიმედოდ იმიტომ, რომ ამერიკის უნივერსიტეტში, თან მსგავსი კლასის უნივერსიტეტში, ცხადია, უტოეფელოდ მიღება აბსურდის ჟანრია. ფილმი ნახეს და მიმიღეს. აბსურდის ჟანრი იყო სქოლარშიფის მიღებაც – თავიდანვე გასაგებად ამიხსნეს, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის არ ჰქონდათ გრანტები. სკაიპ ინტერვიუდან ერთ საათში მივიღე წერილი სკოლის დირექტორისგან (Jonathan Wacks – რო რამე, დაგუგლეთ), რომ მისი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, 12 000 დოლარი დამენიშნა სტიპენდია.
იმედი, რომ სწავლის გადასახადისა და ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების (წელიწადში სულ მცირე – 55 000$) მობილიზებას შევძლებდი, ფაქტობრივად, არ მქონდა, როცა განათლების საერთაშორისო ცენტრი / iec-ის კონკურსის შესახებ გავიგე Tato-სგან. იმედი, რომ გავიმარჯვებდი, თითქმის არ მქონდა იმიტომ, რომ მაინც დღენიადაგ ამ ხელისუფლების ლანძღვაში ვარ (სავსებით დამსახურებულად) და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ასეთი ინსტიტუცია, რომელიც სრულიად მიუკერძოებლად და საოცრად მოწესრიგებულად ატარებს მსგავს კონკურსს და აფინანსებს გამარჯვებულ სტუდენტებს. კომისიის წევრებმა კონკურსის ფინალური ეტაპის ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ, ვისი პორტფოლიო აირჩიეს. მადლობა განათლების საერთაშორისო ცენტრს იმისთვის, რომ მომდევნო სამი წელი ჩემი სწავლის გადასახადზე ღნავილი და სირბილი არ მომიწევს.
მადლობა Tamar A Mirianashvili-ს იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა Nika Rurua-ს, Giorgi Shalutashvili-ს და Nino Kirtadze-ს რეკომენდაციებისა და გულშემატკივრობისთვის. წარმოუდგენელი მადლობა ნინო კასრაძეს, ვინც არაამქვეყნიური და ერთადერთი ქალია, რომელსაც თუ ვემსგავსები რამით, კარგი იქნება. მადლობა ჩემს სამსახურს Formula Creative-ს, რომელსაც თავის დროზე ტექნიკა რომ არ ეთხოვებინა, ვერაფერსაც ვერ გადავიღებდი. ყველაზე დიდი მადლობა იმათ, ვინც ჩემს ფილმის გადაღებებზე დღეები და ღამეები ათენეს სრულიად უსასყიდლოდ. ჩემი ფილმის დამდგმელი ოპერატორი Kakha Mshvidobadze დიდი კაცია და Nariam Kesshō Mea – საუკეთესო მხატვარი. Giorgi Pataridze, Mou Se Nini Tsalkalamanidze