ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა საცოლემ, შარლოტა ჰელენამ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.
მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბასილაშვილია აღბეჭდილი და დააწერა: “შენით ვამაყობ”.

ცნობისთვის, ტოკიო 2020-ის პირველ დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში ესპანელ ბაენას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში სძლია.