LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივაგნოთ ჩვენი ცხოვრების არსსა და მისიას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

23
ekayifiani20

რა არის ცხოვრების არსი და მისია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა ეკატერინე ყიფიანმა ისაუბრა.

საკმაოდ რთული პროცესია მისიის პოვნა, საიდან უნდა დაიწყონ ადამიანებმა ძიება?

მისიის პოვნა არის პროცესი, რომელსაც ჩვენი ღირებულებათა სისტემა განსაზღვრავს. ზოგჯერ მისია თავს მოხვეული სურვილი გვგონია, ამიტომ ყველა მშობელი უნდა შეეცადოს შვილს მოუსმინოს და პატივის სცეს მის გადაწყვეტილებებს!  ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური მედიის განვითარების, ინფლუენსერების ხანაში, რაც ადამიანს უბიძგებს მიბაძოს სხვას, ჰქონდეს ესა თუ ის სტატუსი, თუმცა როგორც კი გადაწყვეტს დაადგეს რომელიმე წარმატებული ადამიანის გზას, აღმოაჩენს რომ ამისთვის არაა მზად და არც პროცესი ანიჭებს სიამოვნებას. თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმედგაცრუების და დაბალი თვითშეფასების მიზეზი.

ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება, რასაც ხშირად პოპულარული სტერეოტიპები განსაზღვრავს არის ის, რომ ვთვლით, ჩვენი ცხოვრების მისია აუცილებლად უნდა იყოს გრანდიოზული, როგორც რომელიმე ინფლუენსერის. ამ დროს შეიძლება ჩვენი მისია მხოლოდ კარგი შვილის აღზრდა, კარგი ბაღის გაშენება ან გემრიელი კერძის მომზადება  იყოს და ეს გვაბედნიერებდეს. ამის გაცნობიერებით იწყება  სულიერი სიმშვიდის მოპოვება. ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრი და მისია შეიძლება ჩვენ ბიოლოგიურ და ინტელექტუალურ ზრდასთან ერთად შეიცვალოს, ამიტომ ცოტა ადამიანი დგება იმ ეტაპზე, როცა მისი მისია იცვლება, ხშირად ეშინია ამის ან თუ  მთელ მსოფლიოს არ ცვლის სხვა ცნობილი ადამიანივით, კომპლექსდება, ჰგონია რომ საკმრისად კარგი არ არის.

დიდი საქმეები პატარა ნაბიჯებით იწყება. ან ყველაფერი ან არაფერი, ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში ეს ფორმულა ხშირად არის წარმატების მიღწევის ქვეცნობიერი ბარიერი და ბლოკი, ბედნიერების განცდის მთავარი ხელისშემშლელიც.

რამდენად მნიშვნელოვანია პროცესით ტკბობა?

ადამიანმა ვინც იპოვა მისია და საყვარელი საქმე მიზნამდე სავალ გზაზე ტკბება პროცესით, ბედნიერების შეგრძნებას იწყებს, არ ელოდება საბოლოო მიზნის მიღწევის ფაქტს.

კითხვების დასმა საკუთარი თავისთვის ყოველთვის გვეხმარება თვითშემეცნებაში: ვინ ვარ მე? რა გამიკეთებია ან რას ვაკეთებ? ამას რისთვის ან ვისთვის ვაკეთებ? ვისთვისაც ან რისთვისაც ვაკეთებ ეს როგორ ცვლის მას ან მათ, რა გავლენას ახდენს?  მე რას ვგრძნობ და რა მომწონს ამ პროცესში?

დავაკვირდეთ ბავშვებს, ისინი მუდმივად ტკბებიან სამყაროს შეცნობის პროცესით, სინჯავენ ახალს, არ აშინებთ  შეცდომები და შედეგები. თუ დავაკვირდებით, ყველა წარმატებული და ბედნიერი ადამიანი დიდი ბავშვია. არ მივცეთ  ვინმეს ან რაიმეს უფლება მოკლას ჩვენში ბავშვი. ჰაინრიხ ჰაინე ამბობდა: „ხსნა იწყება იქ სადაც მისი საჭიროების განცდა ჩნდება“.

როგორც კი გადავწყვეტთ წინსვლას, დავადგებით ბილიკს და გამოჩნდება გზა ჩვენი ცხოვრების აზრის და მისიისკენ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები