LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივანიჭოთ მოცულობა თხელ და დაზიანებულ თმას?

2045

მოცულობითი თმა და ვარცხნილობა წელს სეზონის მთავარი ჰიტია. ასეთი ვარცხნილობა ძალიან რთული გასაკეთებელია თხელი და დაზიანებული თმების დროს. მოდით მოვუსმინოთ ექსპერტ ნადია ჯულეის რჩევებს, რომელიც Dioxin-ის ტრენერი გახლავთ და Londa Professional -ის წამყვანი სტილისტია.

გარდა იმისა, რომ თმის ცვენა შეიძლება ჰორმონალური პრობლემების ბრალი იყოს, ხშირად ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს გარე ფაქტორებით. ესაა თმის საშრობის ხშირი გამოყენება, თმის სამაგრები და უხარისხო ნიღბები. ამ დროს რეკომენდებული არ არის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლის შემცველობაშიც შედის სილიკონი, სამაგიეროდ ძალიან წაგადგებათ შემდეგი საშუალებები, რომელსაც წამყვანი სტილისტი გვირჩევს:

  1. მოცულობის გამზრდელი ბალზამი  Schauma.

  2. SKINLITE-ს თმის ღერის გასაძლიერებელი ნიღაბი.

  3. Luxurious Volume 7 Day Volume John Frieda-თმის საბანი საშუალება.

  4. Aldo Coppola-ს სპრეი.

  5. თმის გასამაგრებელი შამპუნი ზრდის სერიიდან Fructis Garnier.

  6. ტონიკ-სპრეი Thickening Tonic Aveda.

  7. შამპუნი High Amplify! Matrix Total Results.

  8. შამპუნი Volumizing Collagen Bamboo Marc Anthony.

  9. თმის საშუალება Age Defy Pantene-ს თმის სწრაფი ზრდის კოლექციიდან.

მნიშვნელოვანია, რომ უარი თქვათ ძლიერ ფიქსატორებზე, რაც ასევე საგრძნობლად აზიანებს თმის სტრუქტურას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობასაც, რომელსაც შეუძლია ხელოვნურად შემატოს მოცულობა თმას. აქვე სასურველია დაბანის შემდეგ თმა შეიმშრალოთ თბილი პირსახოცით და გამოიყენოთ მრგვალი სავარცხელი. ასეთ დროს შეიძლება მცირე დოზით მუსის გამოყენებაც, ხოლო თმის შრობისას გაითვალისწინეთ, რომ ჰაერის ჭავლი მიდოდეს თმის ზრდის მიმართულების საწინააღმდეგოდ. კიდევ ერთი კარგი საშუალება მოცულობისთვის ესაა მოკლე ვარცხნილობა, რომელიც უამრავი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა, თუმცა თუ გრძელ თმას მაინც ვერ ელევით, კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ლოკონები.  

  1. თხელი თმა ხშირად გარე ფაქტორებით ზიანდება.

  2. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თმის საშუალებები.

  3. თავი აარიდეთ ძლიერი ფიქსატორების გამოყენებას.

  4. კარგი გამოსავალია მოკლე ვარცხნილობა.

  5. მოკლე ვარცხნილობა ბევრი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა.

  6. ლოკონები თმას მოცულობას შემატებს.

1

2

3

4

5

6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები