LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივცეთ შვილს დამოუკიდებლობის საშუალება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

48
მზიკო-დალაქიშვილი

როგორ მივცეთ შვილს დამოუკიდებლობის საშუალება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს გაცნობიერებული მშობლობა?

გაცნობიერებული მშობლობა სიამოვნებაა, თუმცა, უწყვეტი შრომისა და მუდმივი ყურადღების გარეშე შეუძლებელია. ბავშვი იცვლება იზრდება ყოველ წამს, ვითარდება, ამ ჯადოსნური პროცესის თანამონაწილეები ვართ მშობლები. ჩვენზეა დამოკიდებული, ამ სასწაულს რა გასაქანს მივცემთ, რა მასშტაბის შესაძლებლობებს ვქმნით ბავშვის განვითარებისთვის და როგორ გამოვიყენებთ მათთან ურთიერთობას, ყველაზე ნამდვილს, სუფთას ბუნებრივს და ცოცხალს, საკუთარი თავის განსავითარებლად.

შეუძლებელია არ გაიზარდო, არ გახდე უკეთესი ადამიანი ბავშვთან ურთიერთობით, თუ ხარ ღია, მიმღებელი, თუ შიშზე მეტი სიყვარული გაქვს. მნიშვნელოვანია გააზრება, როგორ გამოვიყენებთ ცხოვრების ამ საჩუქარს, თუ გავიზრდებით განვითარდებით და შევიცვლებით, მათაც, მივცეთ საშუალებას გაიზარდონ, გაიხარონ და გაგვახარონ.

თუ დავიღლებით, დავღლით და შევაფერხებთ ბავშვსაც, ჩვენს თავსაც და ყველას გარშემო. ორივე გზა არსებობს, ორივე ვარიანტი შესაძლებელია, არჩევანი ჩვენზეა.

როგორ მივცეთ ბავშვს საშუალება გახდნენ დამოუკიდებლები?

მივცეთ საშუალება ჩვენმა შვილებმა გამოხატონ საკუთარი თავი და იდენტობა, დააფიქსირონ აზრი, გვაჩვენონ ემოცია, აირჩიონ ქცევა. არ დავივიწყოთ ოქროს წესი, ვენდოთ, სცადონ გააკეთონ ის, რაც მათ უკვე უჩვენოდაც შეუძლიათ, ვაცადოთ ვენდოთ და ახლოს ვიყოთ. მივცეთ მაგალითი, მშვიდი, გაწონასწორებული, ცნობიერი და პასუხისმგებლობიანი ადამიანის, დანარჩენი გამოცდილებისა და დროის ამბავია. მშობლის მხრიდან, ნდობა, სიყვარული, გათვალისწინება, პატივისცემა, პატიების უნარი და მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოცდილების ფართო სპექტრი, აი, რა მგონია, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობა და საწინდარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები