LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიზიდოთ წარმატება 2018 წელს

295

ახალი წელი მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც უამრავი ტრადიცია თუ რიტუალი ახლავს. საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძაღლის წელი მხოლოდ წარმატების მომტანი იყოს.

მართალია, სახლის დასუფთავება და მორთვა საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია, მაგრამ არ ღირს ჭუჭყიანი საქმის 31 დეკემბერს და 1 იანვარს კეთება, რათა არ დაიბედოთ ფინანსური ზარალი. ნუ დაგენანებათ იმ ნივთების გადაყრა, რომლებთანაც არასასიამოვნო მოგონება გაკავშირებთ. თუმცა, არ ღირს ნაგვის გატანა 31 დეკემბერს, რათა წარმატებაც არ გააყოლოთ.

ახალი წლის დღეებში მოერიდეთ ძველი და გატეხილი ჭურჭლით სარგებლობას, გააწყვეთ სადღესასწაულო სუფრა ახალი და ძვირფასი სერვიზით, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები და მხოლოდ ბარაქა მიიზიდოთ. არც ნაძვის ხე მორთოთ ძველი და გატეხილი სათამაშოებით, რადგან დაზიანებული ნივთები თავისი ნეგატიური ენერგიით ყოველთვის ბარიერია წარმატებისკენ.

საახალწლო სუფრა აუცილებლად ბარაქიანი უნდა იყოს და რადგან ხორცი – წლის მფარველი ძაღლის საყვარელი საკვებია, მოამზადეთ მრავალფეროვანი ხორცის კერძები, რათა დამდეგი წელიც ბედნიერი იქნება.

ფინანსური წარმატების მისაზიდად სადღესასწაულო სუფრაზე დადეთ მსხვილი კუპიურა,რომელსაც მხოლოდ 1 იანვრის შემდეგ დახარჯავთ. წლის ბოლომდე გაისტუმრეთ ვალები, რადგან სხვის ფულს ნეგატიური ენერგია აქვს და არ ღირს მისი ახალ წელიწადში გადატანა.

თუ 31 დეკემბერს ქუჩაში ძაღლს გადააწყდით, აუცილებლად გაუმასპინძლდით და ახალი წელიც სიკეთითა და სიხარულით დაგასაჩუქრებთ. ბედნიერების ნიშანია ძაღლის ან ლეკვის 30-31 დეკემბერს სიზმარში ნახვა, საახალწლო საჩუქრად მიღებული ლეკვი კი, აუცილებლად კეთილ თილისმად იქცევა.

თუ ახალი წლის ღამეს ძაღლს მოეფერებით, მაშინ დამდეგი წელი იღბლიანი იქნება და თუ ძაღლი კუდის ქიცინით გიპასუხებთ, აუცილებლად ახალ სიყვარულს შეხვდებით.

მიულოცეთ დამდეგი დღესასწაულები რაც შეიძლება მეტ ნაცნობს და უცნობს, რადგან მხოლოდ პოზიტიური ენერგია მოგიტანთ წარმატებას მომავალ წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები