სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კევინ კოსტნერის ყოფილი მეუღლე, კრისტინა ბაუმგარტნერი მის ყოფილ ძმაკაცზე ფინანსისტი, ჯოშ კონორზე გათხოვდა. ცერემონია ღია ცის ქვეშ, სანტა-ინესის ფერმაში შედგა. მას დაახლოებით 100-მდე სტუმარი ესწრებოდა.
კევინ კოსტნერს ექს-მეუღლე ძმაკაცზე გაუთხოვდა – კადრები კრისტინა ბაუმგარტნერის ქორწილიდან
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კოსტნერმა „ინსტაგრამზე“ პირველი ფოტო გაავრცელა.
„როგორ მიყვარს ეს ბიჭი!“ – ასე დაასათაურა ოთხფეხა მეგობართან, ლაბრადორთან სახელად ბობთან გადაღებული ფოტო 70 წლის მსახიობმა.
რაც შეეხება კოსტნერის პირად ცხოვრებას. განქორწინების შემდეგ მსახიობი უმამრავ ქალბატონთან გადაიღეს. მათგან უკანასკნელია მილიარდერი ალეკ გორესის ყოფილი მეუღლე, 46 წლის კელი ნუნან გორესია.
ცნობისთვის, ბაუმგარტნერისა და კონორის ურთიერთობა 2024 წლის დასაწყისში დაიწყო, მაშინ კრისტინა ისევ ოსკაროსანი მსახიობის მეუღლე გახლდათ. მალევე მათ 18-წლიანი ქორწინება ოფიციალურად დაასრულეს.
