LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ალერგიული რინიტის დროს პაიდოტერინი და ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება

435
პაიდოტერინი

პაიდოტერინი ალერგიული რინიტის სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დაავადების მიერ გამოწვეული ცხვირის გასავალი არხების შეშუპების შესამცირებლად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ, ვინაიდან ზოგიერთი პაციენტისთვის მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ამიტომ მკურნალობის გეგმა და პრეპარატის დოზები აუცილებლად ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს.

რა არის პაიდოტერინი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

პაიდოტერინი – შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება, არის ფენილეფრინის, დიფენჰიდრამინისა და ქლორფენირამინის ნაერთი.

ფენილეფრინი არის სიმპატომიმეტიური ამინი, რომელიც მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვან ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე ვაზოკონტრიქციის გამოსაწვევად, რომელიც დროებით ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებასთან დაკავშირებულ შეშუპებას, რაც ფარავს ნაზალურ გზებს და მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება.

დიფენჰიდრამინი და ქლორფენირამინი ორი ანტიჰისტამინია, რომლებიც ხელს უშლის, მაგრამ არ აუმჯობესებს ჰისტამინისგან გამოწვეულ რეაქციებს. ანტიჰისტამინური საშუალებების ანტიმიკარქიული მოქმედება უზრუნველყოფს ცხვირის ლორწოვანზე დამამშვიდებელ ეფექტს.

ვისთვის არ შეიძლება პრეპარატის მიღება?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაიდოტერინის მიღება ყველასთვის არ შეიძლება. კერძოდ, ის არ უნდა მიიღოთ, თუ მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ჰიპერტენზიის, მძიმე კარდიოვასკულური დაავადების, გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებმა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შარდის ბუშტისა და შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

ხანდაზმულებში შესაძლოა წარმოიშვას ცნს-ის მასტიმულირებელი ანტიქოლინერგული ეფექტები და არსებობს დაუდგენელი გლაუკომის დაჩქარების საფრთხე, ამიტომ ამ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს პრეპარატის სარგებლიანობა და საფრთხე.

როგორ მივიღოთ პაიდოტერინი – დოზირება და მიღების წესები

პრეპარატის მიღების წესებთან და დოზირებასთან დაკავშირებით მკაცრად დაიცავით მკურნალი ექიმის მითითებები.

დოზირება ხდება სპეციალური საზომი ჭიქის გამოყენებით (2.5, 5, 15 და 20 მილიგრამიანი საზომი ხაზებით), რომელიც მოთავსებულია პრეპარატის შეფუთვაში.

2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა: 5 მლ ყოველ 6-8 საათში ერთხელ;

6-დან 12 წლამდე ბავშვებში – 10-15 მლ ყოველ 6-8 საათში ერთხელ.

მოზრდილებში – 15-20 მლ ყოველ 6-8 საათში ერთხელ.

სრულყოფილი ეფექტისთვის სასურველია პრეპარატი მიიღოთ ჭამის შემდეგ.

როგორ უნდა მოიქცეთ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში?

დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა: ინტოქსიკაცია, წნევის მომატება, ტაქიკარდია, კრუნჩხვები. ამიტომ თუ შემთხვევით პრეპარატის ზედმეტი დოზა გადაგეყლაპათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მიაკითხეთ ტოქსიკოლოგიურ კლინიკას. 

ექიმთან ვიზიტამდე გამოიწვიეთ ღებინება ან ნატრიუმის ბიკარბონატის 5% ხსნარით ამოირეცხეთ კუჭი, ასევე კარგია აქტივირებული ნახშირის მიღებაც. თუ განვითარდა ტაქიკარდია, მიიღეთ ლიდოკაინი ან პროპრანოლოლი. კრუნჩხვების შემთხვევაში კი – დიაზეპამი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტს, პაიდოტერინსაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა: ძილიანობა, აღგზნებულობა, მზეზე მგრძნობელობის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, მადის დაკარგვა. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, განსაკუთრებით ბავშვებში და  მოხუცებში.

თუ შეატყობთ, რომ რომელიმე გვერდითი ჩვენება დამძიმდა ან გამოვლინდა რაიმე დამატებითი ეფექტი, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g