ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან ვარჯიშის შემდეგ ადამიანი ბევრად გაწონასწორებულია და თავსაც უფრო მხნედ გრძნობს.
კვლევის შემდეგ, რომელშიც 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მოხალისე მონაწილეობდა, ანალიტიკოსებმა პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასა და ფიზიკურ დატვირთვას შორის. მათი განცხადებით, ფიზიკურად აქტიური ადამიანი, რომელიც რეგულად ვარჯიშობს, უფრო ბედნიერია და განწყობაც პოზიტიური აქვს.
ანალიტიკოსების დასკვნით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა განსაკუთრებით აუმჯობესებს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობას, თუ ის პოზიტიურ ცვლილებებს ამჩნევს საკუთარ გარეგნობაში. მაშინაც კი, თუ ადამიანი ჩვეულ საქმეს ასრულებს და მინიმალურ ენერგიას ხარჯავს, თუმცა, ხედავს დადებით შედეგს, მისი ტონუსი საგრძნობლად მატულობს და განწყობაც უმჯობესდება.