LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნესი ზამთარში: როგორ არ დავკარგოთ მოტივაცია

148
gj5eVSArNPfzoCLGQMbMJD

ზამთრის ცივი თვეები ადამიანებს თითქოს ანელებს. გარეთ გასვლა ნაკლებად სასურველი ხდება და სახლში, თბილად ჯდომას არაფერი სჯობს. თუმცა, ვარჯიშის მოტივაციის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია, მაშინაც კი, როცა ტემპერატურა იკლებს. ამერიკელმა მეცნიერმა დოქტორმა ბრაულო ფლორესმა ზამთარში ვარჯიშის აუცილებლობასა და სარგებელზე ისაუბრა.

1. რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა ზამთარში?
გარეთ ივარჯიშებთ თუ სპორტ დარბაზში, ზამთარში ფიზიკური აქტივობა მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი – წონის მატების თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა დაავადებების განვითარების შანსების შესამცირებლად, სტრესთან საბრძოლველად და გაზაფხულისთვის სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად.

2. რა სარგებლობა მოაქვს ცივ ამინდში ვარჯიშს?
ფიტნესის ექსპერტებმა და მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცივ ამინდში გარეთ ვარჯიში უამრავ სარგებელთანაა დაკავშირებული – ენერგიის ზრდა, დაძაბულობისა და დეპრესიული ფონის შემცირება. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედება, თუნდაც სუსხიან ამინდში სეზონური ემოციური აშლილობის რისკებს ამცირებს.

3. როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია ზამთრის სეზონზე?
ეჭვგარეშეა, რომ სიცივე ბევრი ადამიანისთვის იქცა დიდ გამოწვევად. დღეები უფრო ხანმოკლეა და გარეთ გასასვლელადაც ნაკლები დროა თითქოს. ეს კი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებისთვის. გადახადეთ გაზაფხულის კალენდარს, დაგეგმილ ღონისძიებებს და აქციეთ ისინი მიზნად, იმისთვის რომ სავარჯიშო პროგრამა შეადგინოთ. იპოვეთ კარგი სპორტ-დარბაზი, აიყვანეთ მწვრთნელი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები