LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვერიოთ კრიზისს სამი წლის ასაკში

1293
2232212132-12

პედიატრების მტკიცებით, სამი წლის ასაკში ბავშვს პირველად უჩნდება გააზრებული პროტესტის გრძნობა, მისი მოთხოვნები კი, ბევრად კატეგორიული ხდება. საინტერესოა, როგორ უნდა დავძლიოთ პატარას კრიზისი, ისე რომ, ტრავმა არ მივაყენოთ მის ფსიქიკას.

მართალია, ე.წ. „სამი წლის კრიზისი“ ერთნაირად მძიმეა როგორც ბავშვისთვის, ისე  მშობლისთვის, მაგრამ განგაშის ატეხა მაინც არ ღირს. უმჯობესია, დამშვიდდეთ, დარწმუნდეთ, რომ პატრა მართლაც კრიზისს განიცდის და სწორად შეიმუშავოთ „მოქმედების სტრატეგია“.

კრიზის მთავარი მახასიათებლები 

  • სიჯიუტე და დაუმორჩილებლობა, როცა პატარას პირველად უჩნდება დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, თუმცა არ ესმის, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და საკუთარ თავზე გაბრაზების ნაცვლად მშობლებზე ბრაზდება.
  • მუდმივი უკმაყოფილება და ჭირვეულობა ძილის წინ.
  • ისტერიკა, ნივთების სროლა და ტირილი.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი 

კრიზის შემთხვევაში ფსიქოლოგები მშობლებს მოთმინების მოკრებას ურჩევენ, თუმცა არ ღირს ფიქრი, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. პირველ რიგში, მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვი ნეგატიურ ემოციებს და სცდეთ მისი ხელოვნებით, სპორტით დაინტერესება. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმიანობა გაიტაცებს პატარას, მთავარია არ იბუზღუნოს. მიაქციეთ ყურადღება მისი ხასიათის ცვალებადობას, განსაზღვრეთ რა იწვევს ქცევის შეცვლას და ნურასდროს აჰყვებით მის პროვოკაციას.

 

magti 5g