ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.
„ყინვის დროს ტუჩები ნერწყვით არ უნდა დაიტენიანოთ, რადგან ის თბილია და ძალიან სწრაფად ორთქლდება. მაგ ნერწყვში ძალიან ბევრია ე.წ ამილაზა, რაც უჯრედებს ბოლოს მოუღებს.
უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ რაიმე ბარიერულ დამატენიანებელ საშუალებას. მაგალითად ვაზელინს. დილით ტუჩები ჩამოიბანეთ, დაიტანეთ ეს ვაზელინი და გასვლამდე კიდევ გაიმეორეთ.
ტუჩებს სჭირდებათ მზისგან დამცავი, განსაკუთრებით ზამთარში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
