LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა სამუდამოდ ?! – ჭარბთმიანობის სამკურნალო მეხუთე თაობის ალექსანდრიტის ლაზერი 14 წელია გარანტირებულ შედეგს სთავაზობს კლინიკა „ლაზერმედის“ პაციენტებს

305
BeFunky-collage1 (38)

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში თმის მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე ეფექტური, დერმატოლოგების მიერ აღიარებული და სამკურნალო დანიშნულების, ერთმნიშვნელოვნად ალექსანდრიტის ლაზერია.

სტატისტიკის მიხედვით 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტთა 90 პროცენტი სრულად თავისუფლდება არასასურველი თმისგან.

ალექსანდრიტის ლაზერი მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ.

სხივი არ ცდება დერმას ანუ კანის მეორე შრეს, მოქმედებს ფოლიკულში არსებულ პიგმენტ მელანინზე, შთანთქავს მას და არ აზიანებს ფოლიკულის გარშემო არსებულ ქსოვილებს.

მას აქვს გამაახალგაზრდავებელი  ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. ამ დროს კანის სტრუქტურა უმჯობესდება და ხდება გლუვი და ნაზი.

ალექსანდრიტის ლაზერის უპირატესობა არის ის, რომ პროცედურის წინ კანი არ საჭიროებს გაპარსვას, რაც ქალბატონებში დიდ დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით, ზედა კიდურების და სახის ზონების შემთხვევაში.

როგორც დერმატო-კოსმეტოლოგიური კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე განმარტავს, ალექსანდრიტით ეპილაციის შემდეგ თმა მინიმუმ 1.5 – 2 თვე  საერთოდ არ ამოდის.

„რაც შეეხება ეპილაციას გარუჯულ კანზე, ალექსანდრიტის ინტერვალი შემდეგია: გარუჯვამდე 2 კვირით ადრე, ხოლო გარუჯვიდან 2 კვირის შემდეგ. ზოგადად, ეპილაციის პროცეურის  შემდეგ 3-6 საათის განმავლობაში წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ზედაპირს. განსაკუთრებით მოერიდეთ ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს, ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაკიაჟი) 12-24 საათის განმავლობაში, რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი.

მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმას 48 საათის განმავლობაში და ნებისმიერ სხვა საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება!“, – ამბობს მარიამ შავიძე.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ლაზერმედი“ 14 წელზე მეტია გარანტირებულ შედეგს სთავაზობს პაციენტებს. „ლაზერმედში“ თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი სერტიფიცირებული ლაზერო-თერაპევტები, რაც გარანტირებული შედეგია!

რაც მთავარია, ჭარბთმიანობის სამკურნალო ოქროს სტანდაარტი, 2022 წლის მეხუთე თაობის კანდელას ალექსანდრიტის ლაზერი სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ მოგაშორებთ არასასურველ თმას სამუდამოდ.

ცნობისთვის, ესთეტიკისა და დერმატო–კოსმეტოლოგიის კლინიკა „ლაზერმედი“ მუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე 15 წელია მყარად პოზიციონირებს 6 კლინიკით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).

კლინიკამ „ლაზერმედი“ გრანდიოზული, საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო!– ყველა პროცედურაზე 20%-50% ფასდაკლებით 31 ივლისამდე ისარგებლებთ

აღსანიშნავია, რომ ყოველდღე, რადიო “ფორტუნას” ეთერში კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე გთავაზობთ საავტორო რუბრიკას „რჩევები მარიამ შავიძისგან“, რომლის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ.

გაწუხებთ ჭარბი ცხიმი ? – დაემშვიდობეთ სამუდამოდ!  – რას გვირჩევს ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე

magti 5g