როგორ მოვუაროთ ქერა თმას – ამ თემაზე სტილისტმა ანი ფანჩულიძემ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ისაუბრა.
რამდენად რთულია მუქი ფერიდან ქერა თმაზე გადასვლა?
თუ თმის დონე არის მუქი ყავისფერი, მასში უფრო მეტია ოქროსფერი პიგმენტი, ბუნებრივია მაქსიმალურ ქერამდე, ანუ ცივ ტონებში გადასვლა უფრო რთულია. ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ, შეღებვამდე გაკეთდეს თმის დატენიანება, ეს იცავს თმას გამოშრობისგან. თუ თმა არის მე-5 დონემდე, ანუ სიშავისკენ მიდრეკილი, ასეთ შემთხვევაში მომხმარებლებს ვურჩევთ ქერა თმა გამორიცხონ. არის ბევრი საშუალება, რომ თმაზე გაკეთდეს გადასვლითი ტონები, რომელიც ძალიან ლამაზია. ეს ხდება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით.
თმის გამოშრობისთვის როგორი საღებავი უნდა გამოვიყენოთ?
როდესაც თმა ღიავდება, ის ცარიელდება ყველანაირი ბუნებრივი შემცველობისგან. არსებობს პრემიუმ კლასის საღებავები. რომლებიც თმას არ აშრობს. როდესაც თმას ვაღიავებთ და გადავდივართ ღია ტონში, უნდა ვიცოდეთ, რომ თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თვეში ერთხელ კეთდება სპა თერაპიები, დატენიანება, აღდგენა, რათა თმა არ გამოიყურებოდეს უსიცოცხლოდ. აღდგენითი პროცედურა უფრო ღრმა გარსში აღწევს.
რაც შეეხება თმის სწორ მოვლას…
სწორი მოვლა იწყება თმის დაბანიდან. დაზიანებული თმისთვის არ არის სასურველი ცხელი წყალი. სწორად უნდა შეირჩეს დასაბანი საშუალება, თმის ტიპის მიხედვით. როდესაც შამპუნით ვიბანთ თავს, სასურველია თმაზე არ დარჩეს ქაფი, ეს იწვევს ქავილს. ჩამობანის შემდეგ უნდა მოხდეს თმის დატენიანება ნიღბით ან კონდიციონერით. კონდიციონერი ბოლომდე არ უნდა ჩამოიბანოთ. რაც შეეხება ნიღაბს, ის თმის ძირებში არ უნდა დაიტანოთ, რადგან ადუნებს თმის ძირებს და იწვევს თმის ცვენას.
ზეთი თუ ნიღბები?
ქერა თმას სჭირდება სალონური მოვლა, რათა გამოიყურებოდეს ჯანსაღად. რაც შეეხება ბუნებრივი ფერის თმას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბები, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, გააჩნია თმის სტრუქტურას.
გადაცემის აუდიოჩანაწერი