როგორ მოვუაროთ სახეს 40 წლიდან – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ნუაჟის“ ექიმმა, დერმატოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული პროცედურების ჩატარება?
ანტი ეიჯ პროცედურებში მოისაზრება ყველა ის თერაპიული, აპარატურული და ინიექციური პროცედურები, რომლებიც მიმართულია ასაკის საწინააღმდეგოდ.
პრევენციულად ანტი ეიჯ მოვლა, შეგვიძლია 25+ დან, რაშიც იგულისხმება აპლიკაციური პროცედურები, როგორიცაა პილინგები და მოვლები, ინიექციური (მეზო თერაპია, პლაზმო თერაპია და ბიორევიტალიზაცია), ასევე აპარატურული (უინიექციო მეზოთერაპია, რფ ლიფტინგი, ფრაქციული ლაზერი და სხვ.)
რა პროცედურები არსებობს გამოხატული ასაკობრივი ნიშნების დროს?
უკვე გამოხატული ასაკობრივი ნიშნების დროს, საჭიროების შემთხვევებში სახის არაქირურგიული მოდელირება ფილერებით (ბუნებრივი შემავსებლებით), ძაფებით. კარგი იქნება თუ ჩავიტარებთ ბოტულინოთერაპიას. რაც შეეხება აპარატურულ პროცედურებს, გირჩევთ სმას ლიფტინგს (ულთერაპია) და სხვ.
ასევე, მნიშვნელოვანია რუტინული მოვლა, შესაბამისი პროდუქტებით შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიით.