LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ თვალების გარშემო კანს – სილამაზის აკადემია

28
ნათია-ნუცუბიძე

როგორ მოვუაროთ თვალების გარშემო კანს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.

რატომ სჭირდება თვალის გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა?

თვალის გარშემო კანი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით თხელი და მგრძნობიარეა, მის ქვეშ თითქმის არ არის კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი, ამიტომ ძალიან ადვილად შრება და ნაოჭდება. სამაგიეროდ, აქ მრავლად არის კაპილარები და ლიმფური ძარღვები, რის გამოც ამ არეს შეშუპებისა და ჩამუქებისკენ მიდრეკილება ახასიათებს.

როდის არის სასურველი მოვლის რუტინაში დავამატოთ ინექციური პროცედურები?

თუ თავიდანვე სწორად შეარჩევთ თვალის კრემს, ბოტოქსი, მეზოთერაპია და სხვა პროცედურები დიდ ხანს არ დაგჭირდებათ. როგორც გითხარით, თვალების გარშემო კანი იმდენად თხელი და ნაზია, რომ არასწორი მოვლისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო მიმიკური ნაოჭები და მუქი წრეები შესაძლოა ადრეულ ასაკშივე გაჩნდეს.

რა იწვევს შეშუპებას?

შეშუპებული თვალები შესაძლოა გამოიწვიოს კანქვეშ ლიმფის დაგროვებამ, უძილობამ, გადაღლამ. თვალების ქვეშ ტომრები ზოგს გენეტიკურად დაჰყვება. ამ შემთხვევაში მათი მოშორება პლასტიკური ქირურგიის გარდა კარბოქსითერაპიით და სპეციალური მეზოთერაპიით შეიძლება, რომელიც ლიმფოდრენაჟს აძლიერებს.

ასევე აქტიურია თვალის ნაოჭებისთვის ცივი პლაზმა რომელიც წვავს თვალის გარშემო თხელ კანს და კანს ნაოჭების გარეშე ვიღებთ. ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, კოლაგენის ძაფები და მეზოთერაპია პრობლების მიხედვით ინიშნება, კონსულტაციის გავლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები