LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს – 6 რჩევა

190
Capture

ზამთრის სუსხი კანს უდიდეს ზიანს აყენებს და მასზე სწორად ზრუნვა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარემო ფაქტორების გამო ამ პერიოდში ხშირია კანის აქერცვლა, გამონაყარი, ზედმეტი სიმშრალე და წვაც კი.
კანის სწორად მოსავლელად და ზამთრის მშვიდად გადასატანად მეცნიერებმა რამდენიმე მარტივი წესი გაამხილეს.

1. კიდევ უფრო მეტი წყალი
ზამთარში ადამიანთა უმრავლესობას წყალი თითქოს საერთოდ არ უნდება, არადა ამ პერიოდში სითხე კიდევ უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოთ. ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის წყალი აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.

2. კანის დამატენიანებელი
ზამთარში სიცივესა და ყინვაში კანი კიდევ უფრო მეტად შრება და მისი დატენიანება აუცილებელია. ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან და თქვენი კანისთვის შესაფერისი საშუალება შეარჩიეთ.

3. მოერიდეთ კოსმეტიკას
კანი კიდევ უფრო მეტად რომ არ დაიტვირთოს და არ გაღიზიანდეს უმჯობესია, კოსმეტიკას მოერიდოთ.

4. მზისგან დამცავი
მიუხედავად იმისა, შემაწუხებელია თუ არა მზე, მზისგან დამცავის გამოყენება სახლიდან გასვლის წინ მაინც არ უნდა დაგავიწყდეთ. კანი გარემო ზეგავლენისგან მაქსიმალურად დაიცავით.

5. სწორი კვება
კვების რაციონი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს კანზე და მის მდგომარეობაზე. ზამთარში ორგანიზმს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღება კიდევ უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ შეეცადეთ დაბალანსებული საკვები მიიღოთ და ამით სახის კანსაც ძალიან დიდ სამსახურს გაუწევთ.

6. ვიტამინი D
ზაფხულში D ვიტამინის დოზები ბუნებრივად ივსება, რაც მზეზე გატარებულ დროს უკავშირდება. ზამთარში კი D ვიტამინის დეფიციტი აუცილებლად უნდა შეივსოთ და ეს კანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები