LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ნაწილდება ობიექტების მხრიდან დარღვევები შეზღუდვების დროს

70
ფერაძე

2020 წლის 28-29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაიწყო და გრძელდება მკაცრი კონტროლი დადგენილების აღსრულებაზე. ეს კი დაევალა შრომის ინსპექციას. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროცესში ჩართული არიან: შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, საპარტულო და კრიმინალური, ასევე ფინანსური პოლიციის შესაბამისი სამსახურები.

“ამ ორი დღის განმავლობაში სულ შემოწმდა 10 374 ობიექტი. მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6177 ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა 3 ობიექტი. 4194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა. იზოლაციისა და კარანტინის წესების ფაქტის დარღვევის განმეორების გამო, ერთი ობიექტი გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის.

რეგიონალურ ჭრილში მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისში შემოწმდა – 4711 ობიექტი, იმერეთში – 1137, კახეთში – 814, ქვემო ქართლში – 828, შიდა ქართლში – 493, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 848, აჭარაში – 1111, სამცხე – ჯავახეთში – 179, მცხეთა – მთიანეთში – 14, გურიაში – 106, რაჭა – ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი – 7 ობიექტი”.

 

სხდომაზე ფერაძემ ასევე ისაუბრა ბათუმში მდებარე ფიტნეს დარბაზზე (“რეფორმერი”). მიუხედავად მიღებული გაფრთხილებისა შეეწყვიტა საქმიანობა, მეპატრონე შეზღუდვებს არ დაემორჩილა. ამის გამო ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით. თუმცა, კომპანიამ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა. ამიტომ მოხდა ფიტნეს დარბაზის დალუქვა.

 

შეგახსენებთ, რომ კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის შეადგენს 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს. რაც შეეხება კომპანიას, დადგენილების მიხედვით, მათ შეუჩერდებათ საქმიანობა ან დამრღვევი პირის მიმართ ლიკვიდაციისა და ჯარიმის ღონისძიებების ერთობლივად გამოყენება მოხდება. ხოლო, ფიზიკური პირის მიმართ მოხდება, შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, სამ წლამდე ვადით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g