LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ქალებს უნიშნავენ პაემანს?

31

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ქალებს ეპატიჟებიან მამაკაცები ყველაზე ხშირად პაემანზე. დასკვნა ხუთი ათასამდე მამაკაცის გამოკითხვის საფუძველზე მიიღეს.

 

აღმოჩნდა, რომ მამაკაცები პაემანზე ყველაზე ხშირად იმ ქალბატონებს ეპატიჟებიან, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე ქმარი უკვე ყავდათ. მამაკაცები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ასეთ ქალებს მეტი გამოცდილება აქვთ და მათთან ურთიერთობა ზოგადად უფრო საინტერესოა.

 

მეორე პოზიციაზე შარმიანი ქალები გავიდნენ. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ყოველთვის სასიამოვნოა პაემანი გქონდეს ქალთან, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი ლამაზი იყოს, მთავარია ინდივიდუალობა და შარმი ქონდეს.

 

მესამე პოზიციაზე უხეში ქალები გავიდნენ. მოუთოკავ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ქალთან ურთიერთობა აღმოჩნდა რომ საინტერესოა. გარდა ამისა, მამაკაცები ხშირად უნიშნავენ პაემანს ისეთ ქალბატონებს, რომლებსაც ბევრი თაყვანისმცემელი ყავთ და განებივრებულები არიან სხვისი ყურადღებით.

დაბოლოს, მამაკაცებს იმ ქალებთან ურთიერთობა მოსწონს, რომლებმაც ფულის ფასი იციან და მფლანგველები არ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები