LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეძლო ნიკე ჩაჩანიძემ 7 წლის ასაკში მიწის ნაკვეთის ყიდვა: „ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი…“

367
ნიკე ჩაჩანიძე

პატარა ინფლუენსერს, ნიკე ჩაჩანიძეს, ალბათ, ყველა იცნობს და ყველას ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ მან, ძალიან პატარა ასაკში, თავის გამომუშავებული ფინანსებით მიწის ნაკვეთის ყიდვა შეძლო და მალე საკუთარ ოცნებასაც აისრულებს. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ნიკე ჩაჩანიძე: ჩემი შემოსავლებით მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი. მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში ვიყიდეთ და მალე იქ სახლს ავაშენებთ. ჩვენ ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ. მინდოდა, უფრო დიდი გვქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მიწის ნაკვეთი გვეყიდა.

– როგორი უნდა იყოს შენი ახალი სახლი?

– მინდა, მასში ჩემი ოთახი მქონდეს. კედლებზე გოგონებისთვის ლამაზი შპალერი იყოს, ღია ვარდისფერი. ეს ჩემი საყვარელი ფერია და მინდა, ნივთებიც, ძირითადად, ვარდისფერი იყოს. სათამაშოების კარადაც მინდა, რომელშიც ბევრ სათამაშოს დავალაგებ. წიგნების თაროც მინდა. ჩემს ძმასაც ვუკეთებ ოთახს. იქ ერთი კარადა უნდა გავაკეთოთ და ამ კარადის კარს რომ გააღებ, ჩემს საიდუმლო ოთახში შეხვალ. ამ ოთახში მეგობრებს შევიყვან ხოლმე და გავერთობით. დიდი ორსართულიანი სახლი მომწონს და ასეთი უნდა ავაშენოთ. მინდა, რომ მისაღები ოთახიც ძალიან ლამაზი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g