LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიცვალა „რობინ ჰუდისა“ და „შემოდგომის ლეგენდების“ ვარსკვლავი, ჯულია ორმონდი

508
page

1990-იან წლებში, ჯულია ორმონდს მეორე ჯულია რობერტსს უწოდებდნენ. რიჩარდ გირთან შესრულებული როლის შემდეგ, ფილმში „პირველი რაინდი“, ის მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და ეს ეფექტი ჰარისონ ფორდთან ერთად რომანტიკულ კომედიაში „საბრინა“, მთავარი როლით განამტკიცა.

ჯულიას ანგარიშზე უამრავი კინოფილმია, თუმცა ყველას მაინც გვახსოვს და გვიყვარს ის ფილმებით „რობინ ჰუდი“ და „შემოდგომის ლეგენდები“, სადაც ის ბრედ პიტის გმირზე უზომოდ შეყვარებული ქალის როლს ასრულებს.

ჯულია ახლა 60 წლისაა, თუმცა 2019 წლიდან ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მსახიობის გადაღება რამდენჯერმე მოახერხეს პაპარაცებმა და ჩანს, რომ ორმონდი საოცრად შეცვლილია, მან წონაში საგრძნობლად მოიმატა.

ცნობისთვის, ჯულია ორმონდი კინოდან არ გამქრალა, სულ მალე მისი მონაწილეობით ეკრანზე ორი ახალი ფილმი გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები