„საბედნიეროდ ამ ადამიანებმა ბარიერი ვერ გადალახეს – რომ გადაელახათ, ეს ბატონი ცალსახად იჯდებოდა დღეს პარლამენტში, ყაველაშვილის ინაუგურაციასაც დაესწრებოდა… ასეთია იმიჯი და რეპუტაცია“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მასსა და „გირჩის“ ლიდერებს შორის გამართულ მწვავე დისკუსიას ეხმაურება.
დისკუსია, სადაც დებატებში ნიკა მელია და გირჩის წევრები – იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
საბედნიეროდ ამ ადამიანებმა ბარიერი ვერ გადალახეს – რომ გადაელახათ, ეს ბატონი ცალსახად იჯდებოდა დღეს პარლამენტში, ყაველაშვილის ინაუგურაციასაც დაესწრებოდა… ასეთია იმიჯი და რეპუტაცია
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
ნიკა მელიამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პარტია „გირჩი“ არის ხალხის ოპოზიცია და ივანიშვილის უბადლო მოკავშირე“. მელია წერს, რომ სიმართლის გზაზე „ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები ვერ შეაჩერებენ“
„გირჩი 36“ არის პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას. მათ არ სჯერათ, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ისინი ვერ ხედავენ რეჟიმის სისასტიკეს და დარბევებს ქუჩაში. მათ არაფრად მიაჩნიათ მზია ამაღლობელის 18 დღიანი შიმშილობა. მათი სურვილი იყო და არის საპროტესტო მოძრაობის დამარცხება და „საცივში ჩაძირვა“.„ოცნების“ მსგავსად, ესენიც ოპოზიციას აკისრებენ პასუხისმგებლობას ხალხის ცემასა და წამებაზე. ამიტომ, ვისაც ჰგონია, რომ მე ხელისუფლების ოპოზიციასთან მქონდა დებატები, ძალიან მწარედ ცდება. „გირჩი 36“ არის ხალხის ოპოზიცია და ის ივანიშვილის უბადლო მოკავშირეა – ესაა სიმართლე. პოლიტიკურ პროცესებში ჩავები სიმართლით და ღირსებით და ამ გზაზე ივანიშვილის მარიონეტები ბუნებრივია ვერ შემაჩერებენ“, -წერს მელია.
მელიამ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დისკუსიიდან კიდევ ერთი ვიდეო გააზიარა და საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი წამყვანი, მაკა ცინცაძე გააკრიტიკა:
„ეს მაუწყებელი არ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს – ხალხის ინტერესის სადარაჯოზე.
ისიც არ ვიცი, აღიარებთ თუ არა, რომ ქვეყანაში 53 პოლიტპატიმარია.
როგორ შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთავარი ტოქშოუ მიჰყავდეს მთავარ ჟურნალისტს ამ არხზე და არ გქონდეთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რეჟიმს ჰყავს 53 ახალი პოლიტპატიმარი… ნუ გიკვირთ კითხვები, რომელიც თქვენს სწორ თუ არასწორ დამოკიდებულებაზე მრავლდება“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ეს მაუწყებელი არ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს – ხალხის ინტერესის სადარაჯოზე. ისიც არ ვიცი, აღიარებთ თუ არა, რომ ქვეყანაში 53 პოლიტპატიმარია. როგორ შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთავარი თოკშოუ მიჰყავდეს მთავარ ჟურნალისტს ამ არხზე და არ გქონდეთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რეჟიმს ჰყავს 53 ახალი პოლიტპატიმარი… ნუ გიკვირთ კითხვები, რომელიც თქვენს სწორ თუ არასწორ დამოკიდებულებაზე მრავლდება.
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
დებატებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტია „გირჩის“ გადაცემის „საქართველოს დაბადება“ პროდიუსერი, ანა ნოდია ეხმაურება. ნოდია ნიკა მელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებს და წერს, რომ სწორედ ნიკა მელიას პირობა იყო, გირჩის ოთხივე პოლიტიკოსის ყოფნა სტუდიაში სადებატოდ:
„ძალიან მეზარებოდა ჩემი დროის ამ სტატუსზე დახარჯვა, რადგან ამდენი არ დაგიმსახურებიათ, მაგრამ უნდა გიპასუხოთ საჯაროდ.
მე ვარ გირჩის გადაცემების პროდიუსერი. მას შემდეგ რაც ეთერის შესათანხმებლად დავურეკე თქვენს პრეს-სამსახურს – მირანდა ბაღათურიას (მირანდას გვერდით იდგა გიორგი პატარაიაც),
10 წუთში თქვენთან გავლილ-დაზუსტებული პირობით გადმომირეკა მირანდამ. მითხრა, რომ თქვენი პირობაა, გირჩის ოთხივე პოლიტიკოსი იყოს სტუდიაში სადებატოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგებოდა ეთერი.
ამაზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა დაგთანხმდით, საუბარი რომ შემდგარიყო რაიმე ფორმით ერთხელ მაინც, ამ წლების მანძილზე. კარგად ხომ იცით თუ რამდენჯერ ვცადეთ პირადად თქვენი მოწვევა ეთერში? თქვენი პასუხები თუ არ გახსოვთ, ჩვენ ხომ გვახსოვს :))
იმაზე უმწეო ტყუილის მოსმენა ჩემთვის როგორც პროდიუსერისთვის არაფერი იყო, ვიდრე რაც ეთერში გაახმოვანე, – რომ თურმე იხუმრეთ და მართლა ოთხივე მოხვედით სტუდიაშიო….
ხომ არსებობს პოლიტიკური ბრძოლის იარაღები, თქვენ ტყუილი კარგად დაგისწავლიათ, სხვა იაფფასიანი მეთოდები, რაც გამოიყენეთ, გვერდზე გადავდებ, ამას მე აღარ გავარჩევ.
მე ამ გადაცემის პროდიუსერი ვარ – საქართველოს დაბადება
ამ წლების განმავლობაში, მარტო ამ გადაცემით რაც კარგად უნდა გაგეგოთ ისაა, რომ ადამიანებს ვერ ატყუებ, რამდენიც არ უნდა მოროშო. ტყუილი კომიკურს მხოლოდ შენ გხდის.
ამ უმწეო ტყუილისთვის, რაც საზმაუს ეთერში გამოეყვნენ, მინიმუმ ჩემთან აღარ შემოგეხედება. ანალოგიური პირობა ამ არხის პროდიუსერთან გითქვამთ.
ასეთი მეთოდები უკვდავი არაა, მალე ბერდება, მალე ირკვევა, მალე ხვდება ადამიანთა უმრავლესობა რასთან აქვთ საქმე.
ოდესმე თქვენთან მოვა ვინმე, თქვენი ისტორიის მოსასმენად და ის რაც კარგად დაისწავლეთ – ტყუილი, მხოლოდ და მხოლოდ უსასაცილოესს გაგხდით ადამიანთა თვალში. გირჩებს მადლობა, იმ
არაადეკვატურ გარემოში ადეკვატურობისთვის Vakhtang Megrelishvili Iago Khvichia Alexander Rakviashvili Herman Sabo“ – წერს ნოდია.
Nika Melia Nika Melia / ნიკა მელია ძალიან მეზარებოდა ჩემი დროის ამ სტატუსზე დახარჯვა, რადგან ამდენი არ…
Posted by Ana Nodia on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025