ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი საკუთარი შვილის ცხოვრების წესის გამო ნერვიულობს. დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, როგორ ზრდის შვილს და განიცდის მის მომავალზე. მსახიობი ამბობს, რომ ლილი-როუზი მცირე ასაკში გახდა პოპულარული და ეს მას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის.
როგორც აღმოჩნდა, მამას შვილის განცხადება საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ დიდად არ ადარდებს – 16 წლის ლილი-როუზმა აღნიშნა, რომ საკუთარ ჰეტეროსექსუალობაში 100%-ით დარწმუნებული არ არის.
„მას ათასობით მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელებში, ყველას ძალიან გაუკვირდა ლილი-როუზის განცხადება, თუმცა მე – არა. უკვე ვიცოდი, იგი მე ყველაფერს მიყვება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამ ურთიერთობით ძალიან ვამაყობ,“ – განაცხადა დეპმა.
