LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა ნანა შონია პირველი შვილიშვილის დაბადებას: „დიდი ხანი ვემზადებოდი ბებიობისთვის… რძალი შვილივით მყავს…“

660
ნანა შონია

მსახიობი ნანა შონია ახლახან ბებია გახდა – მას პირველი შვილიშვილი შეეძინა. ემოციებს ის ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს.

„ძალიან დიდხანს ველოდი ამ დღეს. თომა და თათია ასაკით ძალიან პატარები იყვნენ, როცა შეუღლდნენ, ამიტომ თავიდანვე გადაწყვიტეს, არ ეჩქარათ. როცა მზად ვიქნებით, შვილი მაშინ გვეყოლებაო, თქვეს. მართლაც, ყველანაირად რომ მოემზადნენ, მაშინ გააჩინეს შვილი. პატარას ორივე ერთნაირად უვლის. ორივე მშობელი ჩართულია შვილის გაზრდაში. 10 ივნისს ჩვენი პატარა თევდორე ერთი თვის გახდა.

როგორ ეხმარებოდით რძალს ფეხმძიმობის პერიოდში?

ყველანაირი მხარდაჭერა აქვს რძალს ჩემგან. მას, როგორც რძალს, ისე არ აღვიქვამ, შვილივით მყავს. ერთმანეთის აბსოლუტური გაგება გვაქვს. ერთიმეორის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს და ჩვენს ურთიერთობას ძალიან ვაფასებთ. რასაც ჩემს შვილს გავუკეთებ, იგივე მინდა, ჩემს რძალსაც გავუკეთო. მინდა, ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს ჩემგან.

დიდი ხანი ვემზადებოდი ბებიობისთვის. ძალიან გახარებული ვარ, ჩემს შვილიშვილს რომ მოვესწარი. გაჩნდა ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე ძალიან მიყვარს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g