LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდნენ ცნობილები შობას (ფოტო)

new-year

შობის დღესასწაულზე ვარსკვლავები ულამაზესი ფოტოების კოლექციას გვთავაზობენ. ამ მხრივ არც წლევანდელი შობა გახდა გამონაკლისი. ვნახოთ, ვინ გააზიარა ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოები სოციალურ ქსელში შობის ღამეს.

 ბექჰემების ოჯახი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შობას ქალაგგარეთ მდებარე სახლში, შვილებთან ერთად შეხვდნენ.

რიზ უიზერსფუნი

ოსკაროსანი მსახიობი შობას ოჯახთან, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად კალიფორნიაში, ულამაზეს სახლში შეხვდა, რომელიც საშობაო დეკორაციებით არის მორთული.

 

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი

ახლადდაქორწინებულები შობას ქალაგგარეთ მდებარე სალში, მეგობრების გარემოცვაში შეხვდნენ.

ევა ლონგორია

მსახიობი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად სანაპიროზე ისვენებს. ევამ პატარა ვაჟის, სანტიაგოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნაძვის ხის ფონზე, სანტას ფორმაში პოზირებს.

სელინ დიონი

კანადელი მომღერალი შობას შვილებთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად შეხვდა. სოციალურ ქსელში კი ნაძვის ხის ფონზე გადაღებული თბილი ფოტო გააზიარა.

სინდი კროუფორდი

მოდელმა საკუთარი სახლიდან ის ფოტო გააზიარა, სადაც ის მარტო უზარმაზარი ნაძვის ხის ფონზე პოზირებს.

ალესანდრა ამბროსიო

მოდელი ახალ წელს რიოში შეხვდა. სახლში გადაღებულ ფოტოზე ალესანდრას ოჯახის წევრები და მეგობრები პოზირებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g