LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევამციროთ წნევა მედიკამენტების გარეშე – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

4210
წნევა - გიორგი ღოღობერიძე

რა იწვევს სისხლის მაღალ წნევას, იგივე არტერიულ ჰიპერტენზიას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისგან გავთავისუფლდეთ? საინტერესო თემაზეფეისბუქლაივისსაშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს

არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება სხვა გართულებების მიზეზიც გახდეს. მაგალითად ისეთი გართულებების, როგორიცაა თუნდაც გულის იშემიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ინსულტი, აორტის ანევრიზმა, თვალის ბადურის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა და ა. შ. სისხლის მაღალი წნევა ყველაზე მეტად უტევს გულს, ტვინს, თირკმელს და თვალს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვებრძოლოთ მაღალ არტერიულ წნევას. ამ ეტაპზე ვისაუბრებთ წნევასთან მედიკამენტების გარეშე ბრძოლის გზებზე.

ზოგადად, მაღალ არტერიულ წნევად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევის მაჩვენებელი 140-ს, ხოლო დიასტოლური (გულის) წნევის ნიშნული 90-ს აღემატება. მაშ, როგორ ვებრძოლოთ მაღალ არტერიულ წნევას?

წონის კორექცია – თუ ადამიანს, რომელსაც წნევა აწუხებს, ჭარბი წონა აქვს, პირველი რაზეც უნდა იფიქროს, წონის კორექციაა. როგორც წესი, პრობლემები იწყება მაშინ, თუ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი 25-ს აჭარბებს. თუ ეს ასეა, შეამცირეთ წონა და ნახავთ, როგორ აისახება ეს არტერიულ წნევაზე.

 იკვებეთ სწორად – თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, თქვენს რაციონში მინიმალური უნდა იყოს ნატრიუმის შემცველი საკვები, პირველ რიგში კი სუფრის მარილი. ნატრიუმი ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს, რის შედეგადაც იზრდება სისხლის მოცულობა და წნევა. ეცადეთ სუფრის მარილის დღიური რაოდენობა 6 გრამს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, შეეცადეთ მიიღოთ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმი ნატრიუმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იდეალური საშუალებაა. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ისპანახი, ბროკოლი, ბანანი, ფორთოხალი, კარტოფილი, სოკო და ა.შ.

 მეტი ფიზიკური აქტივობა –  მხოლოდ ფიზიკური აქტივობის საშუალებით შეგვეძლება წნევა 5-89 ერთეულით შევამციროთ. იმისათვის, რათა მან ჩვენს სხეულზე გავლენა მოახდინოს, ფიზიკური აქტივობა დღეში 30 წუთს უნდა აღემატებოდეს, კვირაში კი მინიმუმ 150 წუთი უნდა იყოს.

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება

მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული –  ისინი ბევრ მცენარეულ ბოჭკოს და კალიუმს შეიცავენ.

მაღალი წნევის მიზეზი შემთხვევათა 85%-ში ცნობილი არ არის. ამას პირველად ჰიპერტენზიას უწოდებენ. შემთხვევათა მხოლოდ 15%-ში არის ცნობილი ჰიპერტენზიის გამომწვევი მდგომარეობა და ამას შესაბამისად, მეორეული ჰიპერტენზია ჰქვია.

არსებობს დაავადებები, რომლებთან ბრძოლის და განკურნების შემდეგ შესაძლოა მაღალ წნევას სამუდამოდ დაემშვიდობოთ. მაშ, რომელი დაავადებები იწვევენ წნევის ზრდას?

შაქრიანი დიაბეტი- ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ დიაბეტი აქვს და ამის ფონზე აქვს არტერიული წნევა.

თირკმლის და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები – თირკმლის მთელი რიგი დაავადებები, მათ შორის ქრონიკული დაავადება, თირკმლის პოლიკისტოზი ან თირკმლის არტერიის სტენოზი, მდგომარეობა, რომლის დროსაც თირკმლის მკვებავი სისხლძარღვი შევიწროებულია, შეიძლება იყოს მომატებული არტერიული წნევის მიზეზი. რაც შეეხება თირკმელზედა ჯირკვალს, ზოგჯერ იგი მომატებული ოდენობით გამოყოფს ჰორმონებს, ალდოსტერონს ან კორტიზოლს, რაც შეიძლება ჰიპერტენზიის გამომწვევი გახდეს.

მედიკამენტები – ზოგი მედიკამენტი, მაგალითად ჰორმონული კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები და არასტეროიდები ხელს უწყობენ წნევის ზრდას, ამიტომ მათ ექიმის რჩევის გარეშე ნუ მიიღებთ.

ძილის აპნოე – ძილის საათებში სუნთქვის შეჩერების ანუ აპნოეს ეპიზოდები, ძილის დროს ხვრინვა შეიძლება იყოს მაღალი წნევის გამომწვევი.შესაბამისად, თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ, გაზრდილი სიმპატიკური ნერვული სისტემის ტონუსსაც დაწევთ და სისხლის წნევასაც.

დარიშხანი – წყალში არსებული დარიშხანი არის მაღალი წნევის ჩუმი მიზეზი. ზოგჯერ ვერაფრით ვერ დგინდება, თუ  რატომ აქვს ადამიანს მაღალი წნევა. დარიშხანით მოწამვლის სიმპტომები მაღალი წნევის გარდა არის თავის ტკივილი, ძილიანობა, გონების დაბინდვა,შარდში ცილის გაჩენა და ა.შ.

სტრესი – ისწავლეთ სტრესის მენეჯმენტი. სტრესის სწორ მენეჯმენტს შეუძლია დაარეგულიროს თქვენი წნევა. ისწავლეთ ცხოვრებაში რაღაცეებზე უარის თქმა, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თქვენს თავზე ბევრს ნუ აიღებთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და უარყოფითი ემოციებით გტვირთავენ. ეცით პატივი საკუთარ თავს და გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, ისეირნეთ და გაერთეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g