იატაკის ხის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩერსი საქართველო“ შვედური ბრენდის „ჩერსის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. რომელ პროდუქტზეა უფრო მეტად მოთხოვნა და როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი ხის იატაკი, „ჩერსი საქართველოს“ დირექტორი ირაკლი გვარამაძე ისაუბრებს უფრო დეტალურად.
რა სახის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს თქვენი კომპანია?
ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ძირითადად, 100%-ით ნატურალურ ხის იატაკებს, რომლებიც არის სხვადასხვა ხის დამუშავებით, შეფერილობით, ასევე ვინილის იატაკებს, რომელიც გამოირჩევა ცვეთა-მედეგობით, სხვადასხვა ფაქტურით. გვაქვს ხის და ქვის ფაქტურის ნატურალური იატაკები, 2-შრიანი და 3-შრიანი.
რომელ პროდუქტზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა და რას ითხოვს თქვენთან მოსული მომხმარებელი?
ვინილის იატაკები ბაზარზე ახალი შემოსულია, სულ რაღაც 6 თვის და ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. საკმაოდ პროგრესულად განვითარდა ვინილის მიმართულება, დაახლოებით 60% უფრო ნატურალურ ხის იატაკს ირჩევს, 3-შრიან და 2-შრიან პარკეტებს, როგორც ზეთის დაფარვის ასევე მქრალი ლაქით დაფარულ იატაკებს. პროდუქტი მაღალი საგარანტიო მომსახურებით გამოირჩევა.
როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი პროდუქტი? რა რეკომენდაციებს მისცემთ?
ეს დამოკიდებულია შენობის ფართზე, რა კონკრეტულ ფართზე იგება, რადგან როდესაც მოთხოვნაა მაგალითად, 40-50 კვადრატული მეტრის ფართობი, უფრო მსუბუქი კონსტრუქციის იატაკები უნდა შეირჩეს, ვიზუალურად უფრო პატარა დეტალისგან აწყობილი. ვინაიდან, ფართო დეტალებისგან აწყობილი ვიზუალურ მხარეს კარგავს და იკარგება დიდ ფართში. არის უამრავი მოთხოვნა, რომელსაც ადგილზე ვითვალისწინებთ, ვსწავლობთ პრობლემებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოს ტენიანობა და ყველა ის პირობა, რომელიც დაცული უნდა იყოს იატაკის სწორი ექსპლუატაციისთვის.
როგორი სერვისი გაქვთ? რა ეტაპების გავლა უწევს მომხმარებლებს, რომელსაც „ჩერსი საქართველოში“ სურს, შეიძინოს ხის იატაკი?
კონსულტანტები საკმაოდ გამოცდილი თანამშრომლები გვყავს. მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიუღიათ და განუხორციელებიათ. დიდი გამოცდილება აქვთ სათავო კომპანიიდან, საიდანაც ვიღებთ რეკომენდაციებს, რომლებსაც პრაქტიკაში ვახორციელებთ. სამუშაოებს ვასრულებთ ე.წ. მოჭიმული იატაკიდან. თავიდან ბოლომდე იწერება სამუშაოები, დგება ხარჯთაღრიცხვა, მიეწოდება მომხმარებელს და ყველა პროექტი ბარდება შეთანხმებულ ვადებში. საქართველოს მასშტაბით გვაქვს უფასოდ მიტანის სერვისიც, გვაქვს მოვლის საშუალებებიც, რომლებიც დაგების შემდეგ სჭირდება იატაკის გარკვეულ ტიპებს, ქიმიური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც იგება და კეთდება ინსტალაცია როგორც ნატურალური ხის იატაკების, ასევე, ვინილის იატაკების.
რა სეგმენტზე მუშაობთ და როგორია პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით?
ფასები ძალიან ცვალებადია იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ლოგისტიკურად დალაგებადია პროდუქტის ტრანსპორტირება ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ესაა. რაც შეეხება ხის პროდუქტის გაძვირებას, ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში რამდენჯერმე შეცვლილა, მაგრამ ისეთი რყევები არ ყოფილა, რომ გაყიდვებზე ზეგავლენა მოეხდინა, თუმცა პროდუქტის გაძვირების ტენდენცია იგრძნობა, თუ საშუალოდ 80 ლარი ღირდა, იგივე პროდუქტი დღეს შეიძლება ღირდეს 120-130 ლარის ფარგლებში. ჩვენი მომხმარებელი ძირითადად კერძო მომხმარებელია. გვაქვს რამდენიმე ახალი დაწყებული სამთავრობო პროექტი და იმედი გვაქვს, თავს კარგად გავართმევთ. რაც შეეხება სეგმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი საკმაოდ ძვირიანია, ყველა სეგმენტს ვფარავთ, 45 ევროდან იწყება კვადრატულის ფასი და ადის 100-დან 150 ევრომდე. ბაზრიდან გამომდინარე, ფასები საკმაოდ კარგი გვაქვს.
რა ეტაპზეა ახლა „ჩერსი საქართველო“ და რა წარმატებები აქვს კომპანიას?
კომპანიამ 2022 წელს მოიგო საქართველოში „გოლდენ ბრენდი“, როგორც მსოფლიოში საუკეთესო იატაკების მწარმოებელი კომპანიის „ჩერსის“ წარმომადგენელმა. წელსაც „ჩერსი“ გახდა მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი ნატურალური ხის იატაკების წარმოებაში, პარკეტის იატაკებს ვგულისხმობ, რასაკვირველია. გეგმები, სიახლეები, განვითარება – ეს ის კომპანიაა, რომელთა გამოგონებათა სიაში ბევრი პროდუქტია. 3-შრიანი იატაკი ამ კომპანიის მოგონილი პროდუქტია და ასევე, უკვე დამუშავებული და ექსპლუატაციისთვის გამზადებულად დამუშავებული ხის იატაკის ზედაპირიც მათი მოგონილი და დანერგილია პრაქტიკაში. სიახლეებს ყოველთვის ველოდებით კომპანიისგან, ყოველ წელს იღებს ჯილდოებს. წელსაც იმედი გვაქვს, არ გავჩერდებით, გავაძლიერებთ თანამშრომლობას და ტექნიკურად განვითარებული და პროგრესული იატაკების მიმართულებით. ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში იხილავთ ნატურალური ხის იატაკების დიდ არჩევანს, ვინილის იატაკებს და შემდგომში ჩვენთან შეძენილი პროდუქტის საუკეთესო ექსპლუატაციას გისურვებთ.