LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ პრინცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

138

ყველა გოგონა თეთრ ცხენზე ამხედრებულ მამაც, კეთილშობილ და სიმპათიურ პრინცზე ოცნებობს, რომელიც დრაკონის კლანჭებისგან დაიხსნის და საკუთარი სამეფოს პრინცესად აქცევს. თუმცა, პრინცებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გთავაზობთ ჩვენს ჰოროსკოპს, რათა მარტივად შეძლოთ თქვენი იდეალის პოვნა.

 

პრინცი ვერძისთვის

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ გოგონას არც ისე ”ბევრი” უნდა – მას ჭკვიანი, მდიდარი და წარმატებული პრინციც დააკმაყოფილებს თავისი თეთრი მერსედესით. თუმცა, ასეთი ”მარგალიტის” პოვნა არც ისე ადვილია, რადგან ვერძმა შესაძლოა ის თვითონვე გაჭყლიტოს. ვინ გაუძლებს ვერძის ცეცხლოვან ტემპერამენტს? – მხოლოდ რკინის კაცი, რომელიც სიმპათიურიცაა, ჭკვიანიც და მდიდარიც, მოქცევაც იცის  ქალთან და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეძლებს მის დაშოშმინებას.

 

პრინცი კუროსთვის

გემრიელი და ლამაზი! – კუროს მთავარი ცხოვრებისეული მოთხოვნაა. ამიტომ, არაფერია გასაკვირი, თუ ის მხოლოდ შეძლებულ თანამგზავრს ეძებს. კუროს რჩეული არა უბრალოდ მდიდარი, არამედ ნამდვილი პრინცი უნდა იყოს თავისი უზარმაზარი მამულით და რამდენიმე სუფთა სისხლის ცხენით. თუმცა, ვერც ამ შემთხვევაში იქნება კურო ბედნიერი. ის დიდხანს ეცდება თავიდან აღზარდოს პრინცი და საკუთარ სურვილებს მოარგოს, მარცხის შემთხვევაში კი, დაუფიქრებლად გადაინაცვლებს სხვის მამულში. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც კურო არასდროს მოიწყენს ბეტმენია, რომელიც სწრაფად მოარჯულებს მას და საბოლოოდ მოუსპობს მბრძანებლობის სურვილს.    

 

პრინცი ტყუპებისთვის

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ გოგონას პრინცი არ ჭირდება, რადგან მისი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მთვარეზე სეირნობას, ლამაზ სიტყვებს და საჩუქრებს თუ ყველაფერი მოსაწყენი ქორწინებით დასრულდება. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მუშკეტერებს შეუძლიათ – მათ, ვისაც ყველაზე კარგად გამოსდის ქალბატონების გამხიარულება, რომანტიკული თავგადასავლების მოწყობა და მთელი ღამეები ამაღლებულ თემებზე მსჯელობა.

 

პრინცი კირჩხიბისთვის

კირჩხიბი ნებისმიერ პრინცს გაუწევს მზრუნველობას. ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ის თავის რჩეულს უყენებს – ოჯახის სიყვარულია, თუმცა, ასეთი მამაკაცის პოვნა თანამედროვე სამყაროში პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთ იდეალურ კანდიდატად ახალგაზრდა პლანტატორი ლუი შეიძლება ჩაითვალოს და სულ არა აქვს მნიშვნელობა, თუ ის ვამპირია. მამაკაცს, რომელიც ყოველთვის ოჯახური ფასეულობების ერთგული იქნება, ყველა სხვა ნაკლი ეპატიება.

 

პრინცი ლომისთვის

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული გოგონა ცხოვრებისგან ყოველთვის საუკეთესოს მოითხოვს, ამიტომ მისი ცხოვრების თანამგზავრიც აუცილებლად ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მდიდარი და წარმატებული უნდა იყოს ან რა საჭიროა პრინცი, როცა ლომს მეფის დაპყრობაც შეუძლია. სწორედ ამიტომ ლომის იდეალური პარტნიორი მხოლოდ მეფე არტური შეიძლება გახდეს, რომელიც საყვარელ ქალბატონს ნამდვილ დედოფლად აქცევს და ბრძანებების გაცემის უფლებასაც მისცემს.

 

პრინცი ქალწულისთვის

ქალწულთან პრინცის მიშვება საერთოდ არ ღირს, რადგან ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები განსაკუთრებით პრაქტიკულები, მერკანტილურები არიან და ძალიან უყვართ სხვისი დამორჩილება. ქალწული თავის რჩეულს აუცილებლად მთელი ცხოვრების წინასწარ დაგეგმვას აიძულებს, ერთადერთი კი, ვინც ამგვარ ზეწოლას გაუძლებს  სევერუს სნეგია – გრძნეული, რომელსაც თავის ჯადოსნობით ნებისმიერი პედანტის დამარცხება შეუძლია. ქალწულიც სწრაფად მიხვდება, რომ მის წინაშე არა რიგითი პრინცი, არამედ ნამდვილი გმირია. იმ შემთხვევაში კი, თუ მიხვედრა გაუჭირდება, თავისი ჯადოსნური ნაყენით სევერუსი სწრაფად გამოასწორებს სიტუაციას.  

 

პრინცი სასწორისთვის

სასწორის ნიშნით დაბადებული გოგონა იმდენად ნაზი და ფაქიზია, რომ მისი წყენინება ნებისმიერს შეუძლია. პრინცები კი, მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ იეჭვიანონ, განრისხდენენ და ხშირ-ხშირად გაიხედონ სხვა პრინცესებისკენ. მთელი ცხოვრება ამაყ მარტოობაში გატარება არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ სასწორმა საკუთარი არჩევანი ელფების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. ლაგელოსი – ჩრდილოეთ ლიჰოლესიას ელფების მეფის ტრანდუილის ლამაზი, მამაცი და კეთილშობილი  ვაჟიშვილი იდეალური ვარიანტია სასწორი-გოგონასთვის.

 

პრინცი მორიელისთვის

მორიელი ცნობილი გულთამპყრობელია, რომელსაც მამაკაცის მოჯადოვებაც თავისუფლად შეუძლია და მისი გულის ნამსხვრევებად ქცევაც. ამიტომ, მორიელის პარტნიორებს ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე ელით. ერთადერთი იდეალური მამაკაცი მორიელისთვის გრაფი დრაკულაა, რადგან მისი მოკვლაც ყოველთვის თავისუფლად შეიძლება და გაცოცხლებაც.

 

პრინცი მშვილდოსანისთვის

მშვილდოსნისთვის პრინცზე გათხოვება, სასახლეში დაბინავება და უსაქმურობა მხოლოდ ღამის კოშმარია. ამიტომ, მისთვის იდეალური პარტნიორი  რობინ ჰუდია, რომლის გვერდით სამართლიანობისთვის ბრძოლაც შეიძლება, მხიარულებაც და მუდმივი მოგზაურობაც.   

 

პრინცი თხის რქისთვის

თხის რქის ნიშნით დაბადებულ გოგონას პრინცთან მოთხოვნების გრძელი სია აქვს. მისი რჩეული ლამაზიც უნდა იყოს და ჭკვიანიც, მორიდებულიც და ჩუმიც, მიზანდასახულიც და ყველაფერზე პასუხისმგებელიც, გარდა ამისა, ნებისმიერ დავალებას ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა ასრულებდეს. იდეალური კანდიდატურა ნეო იგივე ტომას ა. ანდერსონია, რომელიც ყველა დავალებას პირნათლად ასრულებს, სწრაფად სწავლობს და იმედებსაც ყოველთვის ამართლებს.

 

პრინცი მერწყულისთვის

მერწყული ყოველთვის ბედნიერია. სამყაროს დასასრულის შემთხვევაშიც კი, არ ვარდება პანიკაში და ნოეს კიდობნის ძებნის მაგივრად, აპოკალიფსის მხედრებს შესცქერის აღფრთოვანებით. მისი ერთადერთი პრობლემა მოწყენილობაა. სწორედ ამიტომ მერწყულის შესაფერისი მხოლოდ ჯეკ-ბეღურა – გემის ”შავი მარგალიტის” ლეგენდარული კაპიტანი შეიძლება იყოს.

 

პრინცი თევზებისთვის

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ გოგონას ისეთი ველური და მოუთვინიერებელი პრინცი ჭირდება, როგორიც დატრაკიელების წინამძღოლი კხალ დროგოა. მხოლოდ მზრუნველ თევზებს შეუძლიათ ასეთი მამაკაცის ჯერ დამორჩილება, მერე კი, მის შესაფერის დედოფლად გახდომა. თევზების აზრით, პრინცი საქმითაც პრინცი უნდა იყოს და გარკვეულ ძალაუფლებასაც ფლობდეს. თანამედროვე სამყაროში ამგვარი პრინცის როლზე თავისუფლად გამოდგება კომპანიის მფლობელი ან მსხვილი ჩინოვნიკი, ბანკის მმართველი ან თუნდაც ადგილობრივი ”ნათლიმამა” მაიკლ კორლეონე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g