ტრანსპორტით მგზავრობისას, ფეხით სეირნობისას, მზეზე გარუჯვისას და ხშირად მუშაობისა და მეცადინეობისასაც, მუსიკა გახლავთ თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი კომპონენტი, რადგან მუსიკასთან ერთად ყველაფერი უფრო სასიამოვნოა მათთვის.
მუსიკის აუცილებლობიდან გამომდინარე, ადამიანებს სჭირდებათ, რომ საყვარელი მელოდიები ყველგან თან ჰქონდეთ.
ამის საუკეთესო საშუალება კი დღეისათვის გახლავთ აიპოდები, რომლებიც მარტივად გამოსაყენებელია და რაც მთავარია, ასობით მუსიკალურ კომპოზიციას იტევს.
აიპოდის შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი სესხები vivusge -სგან, რომელთა მისაღებადაც უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.vivus.ge
რაც შეეხება აიპოდის შერჩევას, არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი:
ვარიანტი N1 – iPodshuffle
ეს გახლავთ ძალიან მცირე ზომის აიპოდი, რომელიც არც ჯიბეში და არც ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ასევე, არის მსუბუქი და მისი წონა სულ რაღაც 12,5 გრამია.
არსებობს:
- iPod shuffle 2GB მეხსიერებით, რომელიც იტევს დაახლოებით 500 სიმღერას;
- iPodshuffle 4GB მეხსიერებით, რომელიც იტევს დაახლოებით 1000 სიმღერას;
iPodshuffle -ს ბოლო მოდელებს დაემატა wifi -სთან კონტაქტის ფუნქცია. მათი ბატარეა 15 საათს ძლებს. მისი ოფიციალური ფასი, დღეისათვის დაახლოებით 50 აშშ დოლარია.
ვარიანტი N2 – iPodNano
აღნიშნულ აიპოდს აქვს ეკრანი, რომელზეც სიმღერების ლისტის, ბატარეის დონისა და საათისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ.
მეოთხე თაობის iPodNano -ს აქვს ვიდეოს ჩვენების ფუნქციაც, მეხუთე თაობის iPodNano კი აღჭურვილია ვიდეოს გადაღების ფუნქციითაც.
არსებობს:
- iPodNano 8GB მეხსიერებით, რომელიც იტევს 2 ათას სიმღერას;
- iPodNano 16GB მეხსიერებით, რომელიც იტევს 4 ათას სიმღერას;
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი თაობის iPodNano გახლავთ ალუმინის ზედაპირის მქონე, რაც მას კიდევ უფრო გამძლეს ხდის. მისი წონა 31 გრამია, ბატარეა კი 30 საათის განმავლობაში ძლებს. მისი მინიმალური ფასი გახლავთ, დაახლოებით, 150 აშშ დოლარი.
ვარიანტი N3 – iPodClassic
ის გახლავთ სხვა აიპოდებზე უფრო დიდი ზომის, უფრო ფართო მონიტორითა და ფუნქციურად უფრო მდიდარი. iPodClassic იტევს: 30 ათას სიმღერას, 25 ათას ფოტოსა და 150 საათის ხანგრძლივობის ვიდეოს.
მისი წონა 140 გრამია, ბატარეა კი 36 საათს ძლებს. ფუნქციებისა და მეხსიერების მსგავსად, დიდია iPodClassic -ის ფასიც. მისი ბოლო მოდელის ღირებულება 900 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა არსებობს შედარებით ძველი მოდელებიც, რომლებიც დაახლოებით 250 აშშ დოლარი ღირს.
ვარიანტი N4 – iPodClassic
ეს გახლავთ აიფონთან საოცრად მიმსგავსებული აპარატი. მსგავსება იგრძნობა როგორც ვიზუალში, ასევე ფუნქციებში.
რაც შეეხება განსხავევებებს, iPodClassic -ს არ აქვს ტელეფონი. კმაყოფილი მომხმარებლების აზრს თუ დავუჯერებთ, iPodClassic გახლავთ საოცრად კომფორტული, კომპაქტური და გამძლე აიპოდი. მისი წონა 88 გრამია, ბატარეა კი 40 საათს ძლებს.
iPodClassic -ის ფასები დამოკიდებულია მის მეხსიერებაზე.
- 16GB -იანი iPodClassic ღირს დაახლოებით 200 აშშ დოლარი.
- 32GB -იანი iPodClassic ღირს დაახლოებით 300 აშშ დოლარი.
- 64GB -იანი iPodClassic ღირს დაახლოებით 400 აშშ დოლარი.
Vivus.ge გისურვებთ სასიამოვნო მუსიკის სასიამოვნოდ მოსმენას და შეგახსენებთ, ჩვენთან გაიცემა 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი სესხები 30 დღის ვადით.
R