20 აპრილს ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ დერმატო-ვენეროლოგი – ნინო სანოძე სტუმრობდა, რომელმაც თმის ცვენის ტიპებზე, თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებზე, თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის სწორად შერჩევაზე, სწორად გამოყენებაზე და შამპუნ „ბიოქსინის“ გასაოცარ ეფექტზე ისაუბრა.
-ნინო, რა შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი და რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ამ პროცესს?
-პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ თმის ცვენა დასაშვები რაოდენობით აბსოლუტურად ნორმალურია. დღის განმავლობაში 50-დან 100 ღერამდე თმა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ცვიოდეს, თუმცა ჩვენ ამ რაოდენობას ვერ დავთვლით, ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ თმის ცვენა გახშირებულია, ჭარბი რაოდენობის თმა გვხვდება საწოლში, ბანაობის შემდგომ და ა.შ. მაშინ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ რა ტიპის თმის ცვენა გვაქვს. თმის ცვენის მიზეზების ძებნას ვერ დავიწყებთ თუ არ განვსაზღვრავთ რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, ბუდობრივი თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ავტოიმუნური დაავადებით, ასევე სხვადასხვა სოკოვანი თუ ბაქტერიული ინფექციებით. ბუდობრივი თმის ცვენის დროს ასევე გვხვდება ტრიხოტილომანია, რა შემთხვევაშიც ადამიანი თავად იძრობს თმას. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ტრიხოსკოპიას ამ ყველაფრის დიფერენცირება ცოტათი რთულია. ასევე უნდა აღვნიშნოთ პოსტ-კოვიდური პერიოდისთვის დამახასიათებელი თმის ცვენა, ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული თმის ცვენა, ანდროგენული ტიპის თმის ცვენა და ა.შ. პირველ რიგში ვადგენთ თუ რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე და შემდგომ ვატარებთ შესაბამის კვლევებს.
–შესაბამისად, იმის დასადგენად თუ რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე მნიშვნელოვანია მივმართოთ ექიმს, რადგან არა პროფესიონალი ადამიანისთვის ამის დადგენა რთული იქნება…
-რა თქმა უნდა, უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ანდროგენული ტიპის თმის ცვენა, რა დროსაც უპირველესი და უმნიშვნელოვანესია სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, მაგრამ იმის გამო, რომ პაციენტმა შეიძლება ვერ განსაზღვროს, რომ ეს ანდროგენული თმის ცვენაა, შეიძლება დაიწყოს ვიტამინების კვლევა. უნდა ვიცოდეთ რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, თუნდაც იმისთვის, რომ პირველი ტიპის გამოკვლევა ჩავატაროთ, თმის ცვენის ტიპს კი ტრიხოსკოპიის მეშვეობით სპეციალისტი ძალიან მარტივად დაადგენს.
-რაიმე კონკრეტული ტიპის თმის ცვენაზე და კონკრეტულ მიზეზზე მიუთითებს, მკვეთრად გამოხატული თმის შეთხელება შუბლის და თხემის მიდამოებში?
-ზუსტად ამ თემას ვგულისხმობდი, როცა ანდროგენული თმის ცვენა ვახსენე. ყველაზე ხშირად თმების შეთხელება თხემის, შუბლის, საფეთქლის მიდამოში, კავშირშია ანდროგენული ტიპის თმის ცვენასთან, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.
-ანდროგენული ტიპის თმის ცვენა შეუქცევადი პროცესია თუ ექვემდებარება გარკვეულ მკურნალობას?
-გააჩნია ფორმას და მდგომარეობას. ექვემდებარება მკურნალობას და ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევაჩეროთ და საერთოდ აღმოვფხვრათ, თუ ის გამოწვეულია სასქესო ჰორმონების დარღვევით ან სხვა მსგავსი ტიპის დარღვევით.
-შესაძლებელია თმის ცვენა გენეტიკური იყოს?
-დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ძალიან ხშირია მსგავსი პრობლემა, განსაკუთრებით მამაკაცებში. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ამ პრობლემას ადრეულ ასაკშივე მიექცევა ყურადღება და სწორად იქნება მოვლილი, მკურნალობა სწორად იქნება დაგეგმილი, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს გენეტიკური განწყობა მაქსიმალურად გადავავადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გენეტიკას ვერ გავაქრობთ და ის თავისას მაინც გააკეთებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს თმის ცვენა შევამციროთ. ამისთვის არსებობს მეზოპროცედურები, არსებობს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები და თუ არც ერთი მათგანი არ შველის ამ პრობლემას, მაშინ დგება თმის გადანერგვის საკითხი. თმის ცვენა შეიძლება დაგვემორჩილოს, შეჩერდეს და შემცირდეს გენეტიკური ფაქტორების შემთხვევაშიც კი.
-სტრესმა თუ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და თმის ცვენას რამდენად შეიძლება ახლდეს სხვა ტიპის სიმპტომებიც? ჩვენ ხშირად გვსმენია მცვივა თმა და მტყდება ფრჩხილები…
-ეს სიმპტომები კავშირშია თუ ადამიანს ავტოიმუნური დაავადება , იგივე ავტოიმუნური თირეოიდიტი აქვს. ამ დროს შეიძლება წამოვიდეს როგორც თმის ცვენა, ასევე ფრჩხილების დეფორმაცია. შეიძლება გამოხატული იყოს ვიტამინების დეფიციტი, რომლის დროსაც ასევე შეიძლება თანმხლები იყოს ეს ორი სიმპტომი. უნდა ვაღიაროთ, რომ სტრესი ზოგადად ძალიან ბევრ დაავადებაზე მოქმედებს. სტრესს შეუძლია გაამწვავოს და გააღვიძოს ბევრი დერმატოლოგიური დაავადება და შეუძლია ასევე იმოქმედოს ჩვენს იმუნიტეტზე. აღსანიშნავია, რომ ავტოიმუნური დაავადების დროს, არ არის აუცილებელი ერთად იყოს გამოხატული რამდენიმე სიმპტომი, ის შეიძლება მხოლოდ ერთი სიმპტომით შემოიფარგლოს.
-რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის არჩევისას?
-პირველი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, შამპუნი აუცილებლად უნდა იყოს დერმატოლოგიურად ტესტირებული, არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს. ინტერნეტშიც ძალიან ბევრი ინფორმაციაა მავნე ნივთიერებებზე და შესაძლებელია ამის მოძიება. პირადად მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია შამპუნი იყოს ნატურალური. თუ ადამიანი გადახედავს შამპუნის შემადგენლობას, ის თავად მიხვდება თუ რომელია უკეთესი. თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თმის ტიპიც, ცხიმიანია, მშრალი თუ ნორმალური. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი თმის ცვენის შამპუნი.
-ბევრი კითხვა შემოდის „ბიოქსინის“ შამპუნთან დაკავშირებით. თქვენ, როგორც პრაქტიკოს ექიმს, რომელსაც ძალიან ბევრ თმის ცვენის პრობლემის მქონე პაციენტთან გაქვთ შექება, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ შამპუნზე, რა ტიპის ეფექტი აქვს მას და აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს?
-„ბიოქსინი” ერთ-ერთი გამორჩეული შამპუნია ამ მხრივ, ის აბსოლუტურად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს საღებავებს, სულფატებს, პარაბენებს, ტესტირებულია დერმატოლოგიურად, არის ჰიპოალერგიული და არ აღიზიანებს თავის კანს. „ბიოქსინს“ აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი სხვადასხვა ტიპის თმისთვის, ცხიმიანისთვის, მშრალისთვის, ნორმალურისთვის, არჩევანი საკმაოდ დიდია. მათ ასევე აქვთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნიც. მე „ბიოქსინ ფორტეს“ გამოვარჩევდი, რომელსაც აქვს მცენარეული ბიოკომპლექს B11-ის შემცველი ფორმულა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და ძალიან კარგ შედეგს იძლევა აქტიური გამოყენების შემდგომ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დადგენილი იყოს თუ რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, რადგან თუ თმის ცვენა გამოწვეულია ავტოიმუნური დაავადებით ან ვიტამინების ნაკლებობით, პაციენტს შამპუნთან ერთად სხვა დახმარებაც სჭირდება.
-თავად ბრენდ „ბიოქსინს“ თუ აქვს სხვა რაიმე დამხმარე თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შამპუნთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ?
-„ბიოქსინს“ აქვს თავისი შრატიც, რომელსაც ასევე მცენარეული შემადგენლობა აქვს და ამ შემთხვევაშიც ბიო კომპლექს B11-ის შემცველი ფორმულაა. „ბიოქსინის“ შრატი ლიპოსომური ტექნოლოგიით არის დამზადებული, რაც განაპირობებს შრატის უფრო მეტად ეფექტურ შეღწევადობას და შესაბამისად, უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგს იძლევა. მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს შრატის გამოყენება. შრატი სუფთა, დაბანილ, მაგრამ მშრალ თმაზე უნდა დავიტანოთ, ერთი წუთის განმავლობაში კარგად უნდა შევიზილოთ თმაში და უნდა გავიჩეროთ შემდგომ დაბანამდე. რა თქმა უნდა, შრატი უფრო ეფექტურია თუ იმავე ბრენდის, „ბიოქსინის“ შამპუნთან ერთად გამოიყენება. მას რაიმე ტიპის დერმატოლოგიური დანიშნულება არ სჭირდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს და სცადოს.
-რა სიხშირით უნდა მოხდეს „ბიოქსინის“ შამპუნის და შრატის გამოყენება?
-ესე არ არის განსაზღვრული. ცხიმიან თმას უფრო ხშირად სჭირდება დაბანა, შეიძლება ყოველდღეც კი დასჭირდეს. თუ სახეზეა თმის ძლიერი ცხიმიანობა, აქ უკვე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რატომ არის ასეთი ძლიერი, პათოლოგიური გაცხიმოვნება. სპეციალისტის შეფასებაა საჭირო თუ თმა შესაბამისი, ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნის მოხმარების შემთხვევაშიც კი ძალიან ცხიმიანია. შამპუნი როგორც წესი კვირაში 2-3 ჯერ უნდა გამოიყენებოდეს, შამპუნის მოხმარების სიხშირე დამოკიდებულია თმის სიგრძეზე, თმის ცხიმიანობაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. შრატი გამოიყენება დაბანიდან დაბანამდე, არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი ყოველდღე იბანს თავს თუ 2-3 დღეში ერთხელ.
-„ბიოქსინის“ გამოყენებისას როდის უნდა ველოდოთ პირველ შედეგს და რამდენი ხანი შეიძლება მისი გამოყენება? ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე შამპუნის სისტემატურად გამოყენება და პერიოდულად უნდა ვცვალოთ ის.
-მინიმუმ 1 თვე მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ თუნდაც უმნიშვნელო ეფექტი. უმეტეს შემთხვევაში 2 თვე მაინც სჭირდება შამპუნს, რომ ჩვენ დავინახოთ მოგვარდა თუ არა პრობლემა. იდეალური ვარიანტია, მინიმუმ 6 თვე მაინც თუ გაგრძელდება ერთი და იგივე შამპუნით მკურნალობა. შამპუნის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ თუ ეფექტს ვერ დაინახავთ 2 თვის თავზე, მაგრამ თუ 2 თვის შემდეგ დინამიკა უკეთესობისკენაა, მაშინ უმჯობესია მისი გამოყენება გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე მაინც.
-როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონკრეტულ შამპუნს კარგი მოქმედება აქვს?
-ძალიან ძნელია პაციენტი, არა პროფესიონალი მიხვდეს თმა ამოდის თუ პირიქით დაცვენილია. თმის პატარა ღერები შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თმა გაწყვეტილი, მექანიკურად დაზიანებული იყოს. იმისთვის, რომ ჩვენ მიხვდეთ, აქვს თუ არა შედეგი შამპუნს, უნდა შემცირდეს დაცვენილი თმების რაოდენობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვერ დავთვლით თმის დაცვენილ ღერებს, მაგრამ როდესაც სახეზეა პათოლოგიური თმის ცვენა, ამას ყოველთვის ხვდება პაციენტი, ისინი სულ მოგვმართავენ ტექსტით, რომ ბღუჯად ჩამოსდით თმა და აქვთ შეგრძნება, რომ მელოტდებიან. ასეთი განცდა თუ აღარ აქვს პაციენტს, აბაზანაში და ბალიშზე შემცირებულია დაცვენილი თმების რაოდენობა, ე. ი. უკეთესობისკენ არის საქმე.
-რამდენად საშიშია თმის საშრობის გამოყენება და რამდენად უშლის ხელს თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის ეფექტურობას?
-არა მხოლოდ თმის საშრობი, მზის ინსოლაციაც ძალიან ცუდად მოქმედებს თმაზე, რადგან ამ დროს შეიძლება მოხდეს დამწვრობა, კანი იწვება და შესაბამისად ზიანდება თმაც. თმა ცოცხალი ორგანიზმია, მას თავისი ცხოვრების ციკლი აქვს და მასაც ისე უნდა მოფრთხილება, როგორც ჩვენს კანს. თმაზე ცუდად ზემოქმედებს: საშრობი, ძალიან ცხელი წყლით დაბანა და ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება. ძალიან ხშირად ვხედავთ ძალიან აჭიმულ თმას, განსაკუთრებით მოცეკვავეების შემთხვევაში, რაც ტრაქციულ ალოპეციას იწვევს, თმა გაცვენილი კერები გვხვდება იმ ადგილებში, სადაც მუდმივად მოჭიმულია თმა. თუ ჩვენ გვსურს შამპუნმა გამოიღოს შედეგი, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას, ცხოვრების რეჟიმის და სხვადასხვა დამაზიანებელ ფაქტორებსაც. საშრობის გამოყენებისას თმა ზიანდება, ხდება უფრო მტვრევადი, მშრალი და შესაბამისად აქტიურდება თმის ცვენა.
-რა პრაქტიკულ რჩევებს მოგვცემდით, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თმა გამოიყურებოდეს ჯანსაღად და ლამაზად?
-თმის, კანის თუ ფრჩხილის სიჯანსაღისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი. ამ სტრესულ გარემოში და ცხოვრების ამ პირობებში, ნამდვილად რთულია ჯანმრთელად იკვებო და გქონდეს კარგი ძილის რეჟიმი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რადგან სწორი კვება საწინდარია იმის, რომ ჩვენი ორგანიზმი სავსე იყოს ვიტამინებით. უძილობის, სტრესის გამორიცხვა, დაგვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. თუ ორგანიზმი ძლიერია, კანიც და თმაც ჯანსაღი და ბზინვარე იქნება. რადგანაც ზაფხული მოდის და ჩვენთან ძალიან პოპულარულია რუჯი და ინსოლაცია, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, მოუფრთხილდნენ თმას და კანს, არ დაიწვან.
-ჩვენს მსმენელს აინტერესებს, რამდენად შეიძლება „ბიოქსინის“ შამპუნის გამოყენება 10 წლის ბავშვისთვის, ასევე გვწერს, რომ ბავშვს ყოველი დაბანის შემდეგ ეწვის და ექავება სკალპი და აინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და შესაძლებელია თუ არა შამპუნით იყოს გამოწვეული?
-ბავშვების შემთხვევაში რთულია მზა რეცეპტების მიცემა. აუცილებელია, დადგინდეს თუ რა მიზეზით ხდება თმის ცვენა, რადგან როგორც წესი, ბავშვებში არ უნდა იყოს ასეთი გამოხატული ცვენა, ეს პრობლემა მოზრდილ ასაკში უფრო მეტად აქტუალურია. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში, პირველ რიგში, ვცდილობთ გავიგოთ თმის ცვენის მიზეზი და იმის მიხედვით გავცეთ რეკომენდაცია. აღნიშნული ასაკის ზემოთ უკვე თვითნებურადაც შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება და აფთიაქში თავად შეარჩიონ სასურველი შამპუნი, იქნება ეს „ბიოქსინი“ თუ სხვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს. მინიმალური თმის ცვენისას, შეიძლება არც დაგჭირდეთ ექიმთან ვიზიტი და თავად გაუმკლავდეთ ამ პრობლემას, სწორად შერჩეული შამპუნის დახმარებით.