LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევხვდეთ 1-ელ თებერვალს ახალი წლის შემობრძანებას და რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ

2273
page

1-ელ თებერვალს ასტროლოგიური ახალი წელია. შემოდის ვეფხვის წელიწადი. როგორ შევხვდეთ ახალ წელს, როგორ მოვრთოთ სახლი, სუფრა და  როგორ მოვიზიდოთ იღბალი – ამ თემებზე „ფორტუნასთან“ ასტროლოგი ნინა ხომერიკი საუბრობს.

ნინა ხომერიკი:

იმისათვის, რომ სწორად შევხვდეთ ლურჯი წყლის ვეფხვის წელიწადს, აუცილებელია, მას კომფორტული და ბუნებრივი გარემო შევუქმნათ. კარგი იქნება, თუ სახლს მოვრთავთ ბუნებრივი ყვავილებით. ასევე, მნიშვნელოვანია, ძველ წელს ყველა არასაჭირო ნივთი სახლიდან გავიტანოთ. გამოვეწყოთ სადღესასწაულოდ, ნუ შევხვდებით სახლისთვის განკუთვნილი ტანისამოსით. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ: ლურჯს, ცისფერს, თეთრს, შავს, ყავისფერს ან ბეჟ ფერებს ტანისამოსში.

საახალწლო სუფრაზე სასურველია, იყოს ძვლიანი ხორცის კერძები. მაგალითად, ფრინველის ხორცი ან სხვა, გემოვნების მიხედვით. ვეფხვი მტაცებელია და ხორციანი კერძი მისთვის ძალიან პრიორიტეტულია. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინჯი, ან ფერადი ბოსტნეული. ბრინჯი აღმოსავლურ კულტურაში ასოცირდება წარმატებასა და ბარაქასთან. მწვანილებით მოვრთოთ სუფრა. რაც შეეხება ხილს, უნდა იყოს ყვითელი, მაგალითად ფორთოხალი, მანდარინი და ა.შ.

1-ელ თებერვლამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ჩამოვწეროთ ფურცელზე ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაწუხებს და დავწვათ. ფერფლი უნდა გავატანოთ წყალს. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ახალი წლისთვის მოვემზადოთ. რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, სასურველია, ავიღოთ პატარა თასი, შეიძლება, ეს იყოს მინის, ბროლის, ვერცხლის, ან ნებისმიერი სხვა მეტალის. მოვათავსოთ შიგნით ხორბალი და 2-ლარიანები, რაც არის 2022 წლის სიმბოლო და დავმუხტოთ ინფორმაციით. ანუ ამოვურიოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ 2022 წელი იყოს წარმატებული, ბარაქიანი, ჯანმრთელობის მომტანი. რამდენი მარცვალი ხორბალიც არის, იმდენი წარმატება, რომ შემოგვივიდეს  2022-ში ოჯახში. ეს თასი მოვათავსოთ სუფრის შუაგულში, გარშემო ამ თასს სანთლები დავუწყოთ. სასურველია, სანთლები იყოს ოქროსფერი და 8 ცალი, რადგან 8 არის უსასრულობის სიმბოლო და ამით ჩვენ სამყაროს ვთხოვთ დადებითი ინფორმაციის უწყვეტ ენერგიას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თასი დავტოვოთ სუფრის შუაგულში. როდესაც დღესასწაული დასრულდება, ეს თასი შევინახოთ აღმოსავლეთის მხარეს მთელი წლის განმავლობაში და ყოველი ახალმთვარეობის დადგომისას მსგავსად უნდა დატვირთოთ ახალი ინფორმაციით და შემატოთ 2-ლარიანები.

წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი 2022 წლის ბარაქა. ასტროლოგია აღიარებს ენერგიებს. აი, მაგალითად, „მეკვლეებს“ რომ ვეძახით. ეს არის კარგი ენერგიის მატარებელი ადამიანი. ვისაც სურს გათხოვება და დაოჯახება, კარგი იქნება, თუ მეკვლედ ორსული ან ახალი დაოჯახებული ბედნიერი წყვილი თუ შემოვა მეკვლედ.  ნებისმიერი ტიპის რიტუალი, რასაც ასრულებ, თუ ადამიანს არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, ჩაივლის უშედეგოდ. რასაც აკეთებ, იმის უნდა გწამდეს და გჯეროდეს. ამით იზიდავ პოზიტიურ და დადებით ენერგიებს, რაც გინდა, რომ აგისრულდეს. ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები