LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ტოვებს ცხიმი ორგანიზმს – სილამაზის აკადემია

591
ტატო-ბახტურიძე

როგორ ტოვებს ცხიმი ორგანიზმს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ინსტრუქტორმა ტატო ბახტურიძემ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზაობა კლების დროს?

თუ ადამიანს აწუხებს წონა, ხშირად ფსიქოლოგიურადაც არ არის მზად კლებისთვის. ადამიანები შუა გზაში ნებდებიან. არ არის მარტივი ბოლომდე მიიყვანო დასახული მიზანი, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში კვების კონტროლი და ყოველდღიური შრომა.

როგორ ტოვებს ცხიმი ორგანიზმს?

ადრე არასწორად ესმოდათ ცხიმის კლება, ეგონათ, რაც უფრო მეტ წყალს და ოფლს „გამოდევნიდნენ“, მით მარტივი იქნებოდა ცხიმის კლება. ეს ხდება სხვაგვარად, საკმაოდ რთული პროცესია, სინამდვილეში ცხიმის გამოყოფა ხდება სუნთქვის ხარჯზე, ეს ხდება, როცა ადამიანი ქმნის კალორიულ დეფიციტს, ორგანიზმი იყენებს საკუთარ ცხიმს გადასარჩენად. ხოლო მცირე  ცხიმის ნაწილი გამოდის ოფლისა და შარდის ხარჯზე. მე ვურჩევ ადამიანებს არ ჩაიცვან ეგრეთ წოდებული „პლაშოვკები“, რომლებიც აზიანებენ კანს, ორგანიზმს, როგორც კი მიიღებთ ამ სითხეს, თქვენი სხეული იგივე წონაზე დაბრუნდება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წონაში კლების დროს?

მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კალორიული დეფიციტი, ამ დროს ადამიანის ორგანიზმი საკუთარ ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ და სწორედ ამ დროს ხდება ცხიმების გამოყოფა ფილტვებიდან სუნთქვის ხარჯზე.

ასევე, მნიშვნელოვანია სწორი კვება;

სწორი ვარჯიში;

ზოგადად თავის დატანჯვა და სტრესი არაა საჭირო კლებისთვის.

თვეში რეკომენდებული წონის კლება არის დამოკიდებული ჯამურ წონაზე. 80-90 კილო ადამიანმა შეიძლება დაიკლოს 6-დან 10 კილომდე პირველ თვეს.  მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის საკითხი, დღის რეჟიმიც გასათვალისწინებელია, რამდენ ენერგიას ხარჯავს დღიურად ადამიანი. უძრავ მდგომარეობაშიც ორგანიზმი ხარჯავს კალორაჟს. კალორაჟი კლების დროს არ უნდა იყოს ძალიან შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები