28 თებერვალს ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველზე“ „რეაქცია“ განაახლა. მისი გადაცემა ეთერში სამშაბათსა და პარასკევს გავა. ინგამ პირველი გადაცემა, როგორც თავად უწოდა, საუკუნის სკანდალს მიუძღვნა, ამბებს, რომლებიც საპატრიარქოს გარშემო ვითარდება.
„რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ინგას სპეციალური პოსტით მიულოცა „რეაქციის“ განახლება და აღნიშნა:
„მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტია, მე, საქართველოს მოქალაქე და „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ღიად გამოვხატავ სიხარულს ძალიან ნიჭიერი ქალის, ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ განახლების გამო.
ვგულშემატკივრობ მასაც და „ტვ პირველის“ მთელ გუნდს. ჯერ პატარები და დამწყებები არიან და „რ2“-ს ვერ შეედრებიან, მაგრამ მთავარია, დაიწყო. დანარჩენი დროის საკითხია. აბა, თქვენ იცით!“
„ინგა გრიგოლია, სუპერ. გილოცავ დაბრუნებას“, „მაგარო გოგო, გილოცავ წარმატებულ ეთერს“, „რეაქციამ დაგლიჯა, ბრავო, ინგა გრიგოლია“, „ძალიან მაგარი დასაწყისი, მერამდენედ და ისევ და ისევ მაგარი“, „საქართველოში საუკეთესო ჟურნალისტი ფორმაშია“ – უწერენ „ფეისბუქის“ კედელზე გრიგოლიას.