LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოთ ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომი დეპრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9

ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ქალს ცხოვრების სტილის შეცვლა უწევს. ამ პერიოდში გუნება–განწყობის შეცვლა უმეტეს შემთხვევაში ჰორმონული ცვლილებების დამსახურებაა. ხასიათის მკვეთრი ცვლილება პირველი ორსულობის დროს უფრო ხშირია, ვინაიდან პირველი გამოცდილება და ემოცია ყოველთვის მძაფრია. მშობიარობის შემდეგ ხასიათის ცვლილება დაკავშირებულია უძილობასთან, ცხოვრების ახალ ტემპთან, დაბალ სოციალურ აქტივობასთან,  მოდუნებასთან და სხვ.

ყოველივე ეს განაპირობებს დეპრესიას. როგორც „ფორტუნას“ ფსიქოლოგმა, დოქტორანტმა, თსუ-ს ლექტორმა, ინა ბუროვამ განუცხადა, დეპრესია გუნება–განწყობის აშლილობა და დიაგნოზია, რომელთან გამკლავებაც სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე რთული იქნება.  დეპრესიის სიმპტომები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში დეპრესია ძირითადად ხანმოკლეა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. საფრთხე იმატებს მაშინ, თუ არსებობს დამატებითი ფაქტორები, ისეთი როგორიცაა ფსიქოლოგიური დაავადებები: შფოთვა ორსულობამდე, ანორექსია, ბულიმია. ასევე, ანტიბიოტიკების მიღება, პრობლემები ოჯახში, გენეტიკური განწყობა, ასაკი (20 წლის ქვემოთ და 30 წლის ზემოთ) და სხვ. ამ დამატებითი ფაქტორების  არსებობის შემთხვევაში დეპრესიის ინტენსივობა იზრდება და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები