LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უნდა დაუშვა, რომ როცა ამ დონის მისია ჩამოდის ევროპარლამენტიდან, შენ იმავე დღეს ლანძღავ მათ ელჩს.. არაადეკვატური მძღოლი ჰყავს იმ ავტობუსს, სადაც ჩვენ ყველანი ვმგზავრობთ“ – ანა დოლიძე

196
BeFunky-collage (16)

„თუ გავითვალისწინებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, მგონია, რომ ეს ადამიანები ძალით აზიანებენ ამ [ რეკომენდაციების შესრულების] პროცესს. ამაზე ეჭვი აღარ მეპარება“, – ეს განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაციის პირველმა ვიზიტმა 12 პუნქტის შესრულების სამუშაო პროცესებში.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მიზანმიმართულად აზიანებს აღნიშნულ პროცესს და მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება მოჰყავს, რომელიც ირაკლი კობახიძემ კარლ ჰარცელის მისამართით გააკეთა.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

„როგორ უნდა დაუშვა, რომ როცა ამ დონის მისია ჩამოდის ევროპარლამენტიდან, შენ იმ დღეს ლანძღავ მათ ელჩს. იმავე დღეს. მანამდეც არ შეიძლება ასეთი რაღაცების თქმა, რასაც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს, მაგრამ კონკრეტულად იმ დღეს, როდესაც ეს ხალხია შენს ქვეყანაში, ეს მიუღებელია.

სხვას ვერაფერს დავუძახებ ამას, თუ არა, ძალით დაზიანებას იმ პარტნიორული ურთიერთობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა.

რაც შეგვეხება ჩვენ, სულ ვამბობ ხოლმე, არაფხიზელ მდგომარეობაში, არაადეკვატური მძღოლი ჰყავს იმ ავტობუსს, სადაც ჩვენ ყველანი ვმგზავრობთ.

ესენი არიან ხელისუფლების სათავეში და იქნებ ისე მაინც მოვიქცეთ, რომ კონსტრუქციული შედეგი გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან“, – აღნიშნა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ პარტია „ხალხისთვის“ მზად არის საქმიანი დისკუსიისთვის.

mazda magti 5g