LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გაუმკლავდეთ მშობლობის სტრესს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1325
სოფიო-ბაკურაძე

როგორ უნდა გაუმკლავდეთ მშობლობის სტრესს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფიო ბაკურაძემ ისაუბრა.

მშობლობა როგორც პასუხისმგებლობა…

თანამედროვე სამყაროში მშობლობა დიდ ბედნიერებასთან ერთად ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ახალბედა მშობლებისთვის  ბევრი საზრუნავი და სადარდებელია, თუმცა არც გამოცდილი და შედარებით სტაჟიანი მშობლები არიან მშვიდად. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ისეთი სტრესი, როგორიცაა მაგალითად, ბავშვის ავად გახდომა, არამედ ის, რომელსაც იწვევს უშუალოდ მშობლის როლი.

ძალიან ხშირად ახალგაზრდა დედები თუ დაიწუწუნებენ, უფროსი თაობა არ დააყოვნებ და მიუთითებს, რომ მათ დროს გაცილებით რთული იყო შვილის გაზრდა. ადრე დედებს მეტი საქმე ჰქონდათ ფიზიკურად. არ არსებობდა პამპერსები, არ არსებობდა მზა კვება და არც საწოვარებისა და ეტლების ასეთი მრავალფეროვნება. თითქოს ამ მხრივ დღეს უკეთესობაა მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით დედებს, რომლებიც გადაღლილები და გადაქანცულები არიან, არ აქვთ ძალა და სტრესის დონე მათთან ძალიან მაღალია.

რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის მიდგომებს შორის?

ამ საკითხით დაინტერესების და ღრმა კვლევის მერე, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვის ღირებულება გაიზარდა. ადრე შობადობა დიდი იყო, არ არსებობდა კონტრაცეპტივები და ბავშვთა სიკვდილიანობაც მაღალი იყო დაბალი სამედიცინო დონის გამო. ამიტომ ბავშვი რომ იბადებოდა არავინ იცოდა მიაღწევდა თუ არა ის ზრდასრულ ასაკს, ხოლო ახლა შობადობა შემცირდა ძირითადად ერთ ან ორ შვილს აჩენს წყვილი და ამ ბავშვის მომავლის მოწყობა ხდება მათი მთავარი საზრუნავი.

ჩვენს დროის საზოგადოებისათვის დამახასიათებელი გახდა ე.წ.  მშობლის პერფექციონიზმი და ლოზუნგი ,,ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს“.

როგორია ეს იდეალური მშობელი?

ჩვენი საზოგადოება ძალიან მომთხოვნია დედების მიმართ, რაც არ უნდა მოხდეს პირველი კითხვაა სად ჰქონდა დედას თვალები? რას აკეთებდა დედა?

ბევრი რაღაცის გამო ენიჭებათ მშობლებს ,,ცუდი მშობლის“ იარლიყი. არავინ ითვალისწინებს თავად მშობელი როგორია, რა კატეგორიას მიეკუთვნება. მაგალითად ზოგიერთი დედისთვის ბევრად უფრო კომფორტულია მიაქციოს ყურადღება ისეთ საკითხებს, რაც საორგანიზაციოა, აცრები, სკოლის ღონისძიებები,  სხვა ტიპის აქტივობები, გეგმიური ვიზიტები ექიმთან და ძალიან არ უყვარს და არ ისეირნებს ბავშვთან ერთან პარკში. სხვა მშობელი საათობით ითამაშებს გაასეირნებს, მაგრამ ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ჩაერთვება ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ეს ნორმალურია. ძალიან კარგია თუ დედას და მამას შორისაა ეს ფუნქციები გადანაწილებული ხასიათის მიხედვით.

დღეს ნებისმიერ პატარა და უმნიშვნელო რამეზე გვიწევს ბევრი ფიქრი, როგორ გადავწყვიტოთ ესა თუ ის საკითხი. გადაწყვეტილების მიღება კი საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ენერგიას გვართმევს. ეს აჭამოს თუ არ აჭამოს, ასე დააძინოს თუ ისე, ვესაუბროთ თუ არა, დავსაჯოთ თუ არა, ეს ჩვენ გვფიტავს. ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1.იფიქრეთ როგორ გაამარტივოთ ეს დიდი ცხოვრებისეულ განტოლება.

2. გავუკეთოთ ანალიზი  ჩვენს საკუთარ მდგომარეობას.

3. მოვითხოვოთ დახმარება და ვისწავლოთ მისი მიღება.

4. გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია  ახლობლებთან ურთიერთობა და თუ ვხვდებით რომ მშობლობის სტრესში ჩადებულია ფსიქოლოგიურ-ნევროტული ამბები მივმართავთ სპეციალისტს.

magti 5g