LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოუაროთ აკნესკენ მიდრეკილ კანს – სილამაზის აკადემია

22
თათია-გიგილოშვილი

როგორ უნდა მოუაროთ აკნესკენ მიდრეკილ კანს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.

რა არის აკნე?

აკნე – ეს არის თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლის პათოლოგია. აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკური განწყობა, ჰორმონალური ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა, კვება. ამ მთელი რიგი დაავადებებისა, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს აკნეს გართულება. ამ შემთხვევაში, უპირატესად, ეს ეხება ანდროგენებს – სასქესო ჰორმონებს, რაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუაციული ციკლის დარღვევით, სახეზე ჭარბთმიანობის წარმოქმნით, პოლიკისტოზის და სხვა პათოლოგიების თანდართვით.

რას ითვალისწინებს აკნეს მკურნალობა?

იმისთვის, რომ აკნეს მკურნალობა გახდეს მაქსიმალურად ეფექტური, პირველ რიგში აუცილებელია ამ პათოლოგიების კორექცია.

მამაკაცების შემთხვევაში ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ფიზიკური აქტივობა, ამ დროს ხდება სასქესო ჰორმონის-ტესტოსტერონის ზრდა, რაც იწვევს ცხიმიანობის მატებას. ამიტომ ვინც აქტიური სპორტით არის დაკავებული, მათთვის საპროფილაქტიკოდ ინიშნება შესაბამისი მოვლის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულება.

აკნეს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მის მიმდინარეობასა და სირთულეზე. არაანთებითი ფორმა ძირითადად წარმოდგენილი შავი (დახურული) და თეთრი(ღია) კომედონებით. ანთებითი ფორმების დროს გვხვდება პაპულები – 2-5 მმ დიამეტრის ღრმა მოვარდისფრო ელემენტები, პუსტულები ამავე ზომის ჩირქოვანი გამონაყარი. შედარებით უფრო რთულ შემთხვევაში გამონაყარი წარმოდგენილია ცისტებითა და დიდი ზომის კვანძებით, რასაც ხშირად თან ახლავს ნაწიბურების განვითარება კანზე. გამონაყარის ტიპიური ლოკალიზაციაა სახე, გულმკერდი და ზურგის მიდამო.

რა როლს ასრულებს სწორად შერჩეული კოსმეტიკა?

აკნეს და ზოგადად ცხიმიანი კანის შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება სწორად შერჩეულ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს პაციენტი. ეს პროდუქტები ფორებს დახშობისგან იცავს და კანს მჟავატუტოვან ბალანსს უნარჩუნებს, ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას.

ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები მხოლოდ ზედმეტ ცხიმს აშორებს კანს, თანაც ახდენს ანტიბაქტერიულ და დამამშვიდებელ ეფექტს. სასურველია, მათ შემადგენლობაში შედიოდეს სალიცილის მჟავა, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, გლიკოლის მჟავა, რომელიც დახშობისგან იცავს ფორებს, პანთენოლი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები და ცხიმის გამოყოფასაც არეგულირებს. ამავე ტიპის კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემები არ შეიცავს ცხიმებსა და ეთეროვან ზეთებს აკნეს დროს ქვეითდება ანტიოქსიდანტების, მაგალითად სელენის დონე. ამიტომ სასარგებლოა სელენის შემცველი ზღვის პროდუქტების, ძროხის, ინდაურის ხორცის, ფოთლოვანი ბოსტნეულის, წითელი კომბოსტოსა და მწვანე ჩაის მიღება. უნდა შევამციროთ პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით. მათ მიეკუთვნება: ტკბილეული, ცომეული, კარტოფილი, საკონდიტრო ნაწარმი, თეთრი ბრინჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები