კორონაპანდემიის გამო, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, როგორ ივარჯიშოთ სახლში, სანამ ფიტნეს დაბრაზები გაიხსნება. რა თქმა უნდა, ინტერნეტში ბევრ ინფორმაციას და ვიდეოს გადააწყდებით, თუმცა როგორც წესი, ყველას გვეზარება, ჩავრთოთ ეს ვიდეოები და გავიმეოროთ ყველაფერი, რასაც ტრენერი გვაჩვენებს. ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ ათეულობით სხვადასხვა ვარიაცია გამოაქვეყნა, თუ როგორ შეგიძლიათ გაიმარტივოთ და გაიხალისოთ სახლში ვარჯიში. გთავაზობთ, რამდენიმე ყველაზე საინტერესო რჩევას.
იცეკვეთ ისე, როგორც გეხერხებათ
ქორეოგრაფი რაიან ჰევინგტონი ამბობს, რომ სახლში ცეკვა – ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომ სხეული გაავარჯიშოთ თქვენივე სასტუმრო ოთახში, დამატებითი ეფექტისთვის, შეგიძლიათ, ოთახი ისე მოაწყოთ, რომ საცეკვაო დარბაზს დაამსგავსოთ.
აღმოაჩინე შენი შინაგანი ბალერინა
ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც აქტიურობა ეზარება. სხეულის გაწელვები კარგი საშუალებაა, რომ კუნთები არ მოდუნდეს და ფორმაში იყოს.
ვარჯიში ველოსიპედზე
სახლში ტრენაჟორი რომ გქონდეთ კიდეც, გასაგებია, რომ ვარჯიში მაინც რთულია. კარგი იქნება, თუ თქვენს ველოსიპედის ეკრანზე ჩატვირთავთ პროგრამას, რომელიც ვირტუალურ გზას გაჩვენებთ. ასე ვარჯიში გაცილებით სასიამოვნო იქნება.
ჯუნგლებში სირბილი
ტრენერების ნაწილი გირჩევთ, რომ სახლში განათება ისე გააკეთოთ და ტონები ისე გამოკვეთოთ, რომ არც ძალიან ბნელოდეს და არც სინათლე კაშკაშებდეს. შეგიძლიათ კედლებზე არტდეკორიც გააკეთოთ და ისე ირბინოთ. ფანტაზია დაგეხმარებათ, ვარჯიში უფრო სახალისო იყოს.
მოძრაობა აფრიკულ მოტივებზე
ზოგიერთი ტრენერი თვლის, რომ აფრიკული მელოდია თქვენს სულსაც და სხეულსაც სხვანაირად მომართავს და თუ მუსიკას სხეულს ააყოლებთ, ესეც გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩაგეთვლებათ.
ბრიტნაულ გამოცემაში 30-მდე რჩევაა მოცემული და მითითებულია იმ ტრენერების ელექტრონული მისამართები თუ ლინკები, რომლებსაც ეს რჩევები ეკუთვნით.